სემუელ ელ ჯექსონმა და მისმა მეუღლემ ლატანია რიჩარდსონმა მანჰეტენზე საცხოვრებელი სახლის გაყიდვა გადაწყვიტეს, რომელიც 2005 წელს 4,8 მლნ დოლარად შეიძინეს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს სურს ქალიშვილი უფრო მშვიდ გარემოში გაზარდოს და ლოს-ანჯელესში ქალაქ გარეთ მდებარე სახლში გადასვლას აპირებენ.
მერვე სართულზე მდებარე აპარტამენტის ფართი თითქმის 300 კვ.მ-ია და ოდესღაც სამ განცალკევებულ ბინას წარმოადგენდა. ახლა ბინას აქვს 4 საძინებელი, 3 სააბაზანო ოთახი, თანამედროვე სამზარეულო-სასადილო ოთახი და ლაუნჯ-ზონა მინი ბარით.
ბინის თითოეული ფანჯრიდან ცენტრალური პარკის მომაჯადოებელი ხედი იშლება. რაც შეეხება ფერთა გამას, შერჩეულია ნეიტრალური
ფერები, რომლებიც კარგად ირეკლავენ შუქს და სივრცეს ჰაეროვანს ხდიან. დეკორში გამოყენებულია მინიმალური დეტალი და არაფერი ზედმეტი.
წყარო: www.elledecoration.ru