ცნობილი ადამიანების გამორჩეული და შთამბეჭდავი სახლები

ამ ჩამონათვალში რამდენიმე ცნობილი ადამიანის ბინის ინტერიერია, რომლებიც სხვებისგან მკვეთრად გამოირჩევა. ამ ადამიანებს, სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტი საშუალება აქვთ, ჰყავდეთ ცნობილი და პროფესიონალი დიზაინერები, იციან თანამედროვე მოდის ტენდენციების შესახებ და მათი სახლების დათვალიერება საინტერესოა. იქნებ გამოგვადგეს კიდეც რაიმე საინტერესო იდეის შესარჩევად ჩვენი სახლებისთვის.


დონატელა ვერსაჩე - დიზაინერი


ხავერდი, აბრეშუმი, ოქრო – ცნობილი დიზაინერის სახლი თავიდან ბოლომდე ბრწყინავს. ბალიშებიდან დაწყებული ჭაღებით დამთავრებული ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახლის პატრონს უყვარს არა მარტო ტანსაცმელი, არამედ სახლის ნივთები და აქსესუარებიც.


მოდის სახლის პატრონობა და მისი მმართველობა

ადვილი საქმე არ არის. დონატელას ხშირად უხდება მოგზაურობა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფოტოები კი მისი ერთ-ერთი სახლი არის მილანში.

სარა ჯესიკა პარკერი – მსახიობი

როდესაც სერიალის "სექსი დიდი ქალაქში" ვარსკვალვი თავის სანაპირო სახლს აწყობდა, გაითვალისწინა ის ფაქტორები, რომ ქვიშას, მარილიან წყალსა და მზეს მისთვის სახლში დისკომფორტი არ შეექმნა. ამასთან, მსახიობი ცდილობდა, რომ მისი სახლი არ დამსგავსებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავების სასახლეებს, უნდოდა, საკუთარი ნავსაყუდელი მყუდრო და უბრალო ყოფილიყო.


პამელა ანდერსონო – მსახიობი
საკუთარი სახლი მალიბუში პამელა ანდერსონმა კოლონიალურ სტილში გადაწყვიტა.
- ეს სტილი ძალიან უხდება სანაპირო სახლს, ასე რომ, მისი შერჩევისას ბევრი არც მიფიქრია, - ამბობს მსახიობი.


ღია, ერთ ტონში შეღებილი კედლები, მუხის იატაკი და ბამბუკის აქსესუარები მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელ სამხრეთამერიკულ სტილს ქმნის.


შავ-თეთრი ფოტოები, წიგნების თაროები მრავალი წიგნითა და ბევრი ყვავილების თაიგული სახლს მეტ სიმყუდროვეს სძენს.


ყველაზე სადა და უბრალო სამზარეულოა, სადაც მსახიობი ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს, ყველაზე მეტი, შესაძლოა მან სამზარეულოში ჩაი აიდუღოს.


სახლის უკან კი შესანიშნავი ბროწეულის ხეივანია გაშენებული.

კენდის ბუშნელი - მწერალი

მწერლის ნიუიორკული ბინა საერთოდ არ შეიცავს ძველმოდურ სიმყუდროვესა და მოკრძალებას. თუმცა, როდესაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალი ხარ, ალბათ, ეს არაფერში გჭირდება. ერთადერთი, რაც სახლს შემორჩა, ყოფილი მეპატრონეებისგან ბუხარია, პუფი კი მაროკოდან არის ჩამოტანილი.


აბაზანაში კედლები სულ კენდისის ფოტოებით არის დამშვენებული.


მისაღებ ოთახს მწერალი მზის ოთახს უწოდებს. აქ იკრიბებიან მისი ნათესავები და ახლობელი ადამიანები.

ბეტსი ჯონსონი - დიზაინერი

ჯონსონის სახელთან დიდი ხანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ვარდისფერი. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ ამ ამერიკელი დიზაინერის სახლში სწორედ საკულტო ვარდისფერი ჭარბობს.


ბეტსის ყოველთვის მოწონდა ათასი წვრილმანი და თუკი რამეს წააწყდებოდა საინტერესოს ან ფასდაკლებით გაყიდვებს, ყველაფერს სახლში ეზიდებოდა. შედეგი ცოტა უცნაური გახლავთ - ერთი მხრივ იაფფასიანი, უამრავი წვრილმანი და მეორე მხრივ ძვირფასი, ექსკლუზიური ავეჯი.


მსგავსი დეკორი მისთვის ნორმაა და არა ზედმეტობა, თუმცა დიასახლისს ეს მომენტი სულაც არ ადარდებს, მის სახლში სამზარეულოს ნიჟარაც კი უცნაურად გამოიყურება - ის საკურთხევლისა და საპირფარეშოს მაგიდის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები