ძალიან საინტერესოა ჟანა ფრისკეს სახლი მოსკოვში, რომელიც თავის დროზე ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალურ და დახვეწილ ბინებს შორის მოიხსენიებოდა. სახლი ძალიან ნათელი და მზიანია. თურმე, ჟანას ძალიან უყვარდა საჭმელების კეთება, ამიტომაც სამზარეულოში მარმარილოს დიდი მაგიდა გააკეთებინა, რომელიც მისი სამუშაო ზონა იყო.
სახლის შესასვლელი არ არის გადატვირთული კარადებით და ტუმბოებით. ტანსაცმლისთვის მომღერალს ცალკე გარდერობის ოთახი ჰქონდა.
ნათელ, თბილ ფერებში გადაწყვეტილ ლოჯში მოკალათება ზაფხულის თბილ საღამოს ძალიან სიამოვნებდა.
რაც შეეხება აბაზანას, იქ მოხვედრა მხოლოდ დიასახლისის საძინებლიდან იყო შესაძლებელი. აბაზანა ძალიან მდიდრულად და გემოვნებით არის გაკეთებული. მდიდრულ სტილს ხავერდის
საძინებლის მოწყობაში ჟანა თავად იყო ჩართული და საკმაოდ აქტიურადაც. თავად შეარჩია ხავერდის ნაჭერი საძინებლის გასაფორმებლად.
კომენტარები