ქართველი ვარსკვლავების სახლები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. სელებრითები არც ისე იშვიათად ავრცელებენ სოციალურ ქსელში შინ გადაღებულ ფოტოებს. ძირითადად, ეს არის ან სელფები სახლიდან, ან მათივე კოლეგების მასპინძლობის, რაიმე ფართის ფოტოები, ან კიდევ, საახალწლოდ უჩნდებათ ხოლმე ასეთი სურვილი, რომ მათივე აწყობილი ნაძვის ხით მიულოცონ თაყვანისმცემლებს ახალი წელი. ძირითადად ასე ხდება ხოლმე საჯარო მათი შინაური ფოტოები და გვეძლევა საშუალება, დავათვალიეროთ სელებრითების ბინების ინტერიერი.
ამჯერად რამდენიმე მათგანის სახლებში შეგაჭყიტებთ მათივე გადაღებული ფოტოებით.
ქართველი ვარსკვლავების არც ისე მცირე ნაწილი 2002 წელს თბილისში, პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ყიშიძის 17-ში მდებარე სახლში ცხოვრობს, რომელსაც ხშირად ვარსკვლავების
ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ გადავიდა ამ სახლიდან, თუმცა ბევრი დარჩა. მათ შორის, ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, თავიანთი ქალიშვილით.
ლელა ხშირად მასპინძლობს თავის ბინაში ვარსკვლავ მეზობლებს და ასევე არამეზობელ ვარსკვლავებს.
რატი დურგლიშვილს თანამედროვე ინტერიერის ბინა აქვს, ხშირად დებს სელფებს თავისი ბინიდან და ასევე თავისი ახალი ჰობის ფოტოებს - რატი ჰენდ-მეიდითაა გატაცებული და მის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ჭაღით თუ გაფორმებული ჭიქებით იწონებს ხოლმე თავს.
ნინას სახლზეც ძირითადად მისი სელფებიდან შეგვიძლია ვიქონიოთ წარმოდგენა.
ნინო ჩხეიძეს საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს არა მხოლოდ ბინა, რომელიც განსაკუთრებულად ბუხრითა და შიდა კიბეებით იქცევს ყურადღებას. არამედ სტუდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა.
სტუდია
ნინოს აუდიო-კასეტების კოლექცია აქვს და ასევე - ფუმფულა დათუნიების
საახალწლოდ ასე გამოიყურებოდა ნინოს სახლი და სტუდია.
კომენტარები
არცერთი არ მომეწონა პირადად.