სტინგი მართლა განუმეორებელი და ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსია. გარდა იმისა, რომ ნამდვილი ჯენტლმენია და ფილანტროპი, რომელიც დიდ თანხებს იღებს ქველმოქმედებისთვის, საკმაო ქონება დაუგროვდა - სულ 180 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული და მოიცავს ბევრ რამეს, სახლების ჩათვლით. ექვსი შვილისა და ერთი შვილიშვილის მამას დიდებული სასახლე აქვს მშობლიურ ინგლისში, უაითშირის საგრაფოში, ასევე ჰქონდა სახლი ლონდონის ცენტრში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდა, და კიდევ რამდენიმე სახლი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
ამ სახლებისა და სასახლის დიზაინზე ცნობილმა არქიტექტორებმა იზრუნეს, მათში ბევრი ძვირად ღირებული ნივთები ინახება (თანამედროვე
ბინა ლონდონში სტინგმა, როგორც ითქვა, ცოტა ხნის წინ გაყიდა 17 მილიონ დოლარად. ეს მისი ლონდონური ბინაა.
ძირითადად კი უძველეს, XVI საუკუნის დროინდელ სასახლეში ცხოვრობს, რომელსაც ლეიკ ჰაუსი, ანუ ტბის სახლი ჰქვია და რამდენიმე მილიონი ღირს. სახლს უდიდესი ეზო და ბაღი აქვს, შიგნით კი რამდენიმე კაბინეტი, რამდენიმე საძინებელი, სტუდია, ცალკე ოთახები მისთვის და მისი ახლანდელი ცოლის ტრუდი სტაილერისთვის.
კომენტარები
ისე ძალიან გემოვნებიანი მოწყობილი კი არის, მაგრამ სამზარეულოში მაგიდის ზემოთ გამწოვის მაგივრად ქვაბები არ დამევასა(ოღონდ არ ჩამქოლოთ ახლა) :))