როკ-ენ-როლის ვარსკვლავების სახლები

გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ მსფლიოს ყველაზე მეამბოხე სულები? გაგიკვირდებთ, მაგრამ ხანდახან სახლები სულც არ ჰგავს მათ ექსტრავაგანტულ მეპატრონეებს.

ბიორკი


ეს ექსცენტრიული ისლანდიელი მომღერალი ბრუკლინში 2009 წელს დასახლდა, ამერიკელ მხატვართან, ოდიოზურ მეთიუ ბარნისტან რომანის დროს, რომელსაც გოგონა გაუჩინა. ოჯახმა 278 კვ.მ ფართობის პენტჰაუსი შეიძინა. სახლში არის 4 საძინებელი, 4 აბაზანა, სამზარეულო, სასადილო, მისაღები და სახლის ოფისი. ბინა მე-10 სართულზეა. მას აქვს ულამაზესი ტერასა ხედით მანჰეტენსა და თავისუფლების ქანდაკებაზე. ყველაზე უჩვეულო აქ ვარდისფერი კედლებია.

ბობ დილანი

ოთხსართულიანი თაუნჰაუსი ნიუ-იორკის ჰარლემში მე-19 საუკუნეში აშენ
და და დაცულ არქიტექტურულ ძეგლთა სიაშია შესული. ეს სახლი მუსიკის ისტორიაშიც თავის ადგილს იმკვიდრებს გამომდინარე იქიდან, რომ 14 წლის განმავლობაში აქ ბობ დილანი ცხოვრობდა, ადამიანი, რომელმაც უდავოდ უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის მუსიკაზე. 5 საძინებელი, 2 აბაზანა, უზარმაზარი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, გემოვნებით, ხის კოლონებითა და ბუხრით დამშვენებული სივრცე ვარსკვლავის სამფლობელოა.

ოზი ოსბორნი

ცნობილი მომღერალი ოზი ოსბორნი ლოს0ანჯელესის გარეუბანშია დასახლებული, ხედით მთებსა და ქალაქზე. სახლში არის 6 საძინებელი, 10 აბაზანა, სატრენაჟორო დარბაზი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური სტუდია, სახლის კინოთეატრი, აუზი და სპა-სალონი.

ი პოპი

როკ-ენ-როლის მთავარი მეამბოხის სახლი, გაგიკვირდებათ და ყველაზე მოკრძალებული და კლასიკურია. აქ ყველაფერი სადაა ფერებშია, თუმცა სახლის პატრონი იმდენად ქარზმატულია, სახლს ჩვეულებრივი რომ ვუწოდოთ, მაინც რთულია.

მიკ ჯაგერი

მიკ ჯაგერის სახლი პარიზის ბოჰემურ რაიონში მდებარეობს და თავშეკავებული კლასიკა და ბოჰემა ერწყმის ერთმანეთს. მეოცე საუკუნის ავეჯი, ანტიკვარები და ნეოკლასიკა ნამდვილად ორიგინალური და საინტერესო გადაწყვეტილებაა.

პოლ მაკარტნი

პენტჰაუსი მანჰეტენზე, რომელიც პოლ მაკარტნის ეკუთვნის, 3 სართულისგან შედგება. უზარმაზარი ფანჯრებიდან საოცარი ხედი იშლება ცენტრალურ პარკზე. სახლს აქვს საკუთარი ლიფტები, ბიბლიოთეკა, ტერასა. სხვა ოთახებზე აღარაფერს ვამბობთ.

ჯონ ლენონი

ამ ნათელ პენტჰაუსში ჯონ ლენონი მეუღლესთან ერთად მთელი 18 თვე ცხოვრობდა. 
პენტჰაუსის საერთო ფართი 371,6კვ.მ-ია. შედგება სამი სართულისგან და აქვს უზარმაზარი, მრგვალი ტერასა, რომლის საერთო ფართიც 185,8 კვ-მ-ია. ტერასაზე გასვლა სახლის ნებისმიერი ოთახიდან არის შესაძლებელი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები