მოდით, ვნახოთ, როგორ სახლებში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა და როგორ მოვხვდეთ ამ სახლებში ექსკურსიით ან თუნდაც ქირით.
პრინცესა დიანა დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს, 36 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე მოულოდნელად დასრულად ავტოკატასტროფის შედეგად. ახლა მას 61 წელი შეუსრულდებოდა. ლედი დი სტილის ნამდვილი დედოფალი გახლდათ, მას სტილის საოცარი შეგრძნების უნარი ჰქონდა არა მარტო ჩაცმულობაში, არამედ ინტერიერშიც. საოცარი გემოვნების პატრონი გახლდათ. სახლებში, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ახლა ექსკურსიები ეწყობა. ზოგიერთი მათგანის დაქირავებაც კი არის შესაძლებელი.
აპარტამენტები კენსინგტონის სასახლეში
ეს მისი პირველი და მთავარი
კედლები შეღებილია ღია ყვითელ ფერში და დიდი გობელენებით არის გაფორმებული. ავეჯი დაფარულია ოქროსფერი ლაქით. ამ სასახლის მთავარი ღირსება დიდი შავი როიალია, რომელზეც პრინცესა უკრავდა ხოლმე.
მეორე სართული ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საბავშვო სივრცის მთავარი აქცენტი მარწყვებიანი ხალიჩა გახლდათ.
დღესდღეობით კენსინგტონის სასახლე უინძორების ოჯახის ოფიციალური რეზიდენციაა. სასახლის ნახევარი მუზეუმად არის ქცეული, რომლის დათვალიერებაც ყველა მსურველს შეუძლია.
ვილა კასტილო მალორკაში
კასტილო მალორკას ცნობილი ვილა კი ესპანეთში მდებარეობს. მას 1400 კვ.მ უკავია. იგი კერძო ნახევარკუნძულის სანაპიროზე მდებარეობს. ვილა შედგება მთავარი და სტუმრების სახლისგან. სახლის პირველ ნაწილში მდებარეოს ე.წ. "პრინცესა დიანას ოთახი". რეზიდენციაში არის შვიდი საძინებელი, საბილიარდე, საუნა, სპორტული დარბაზი, აუზი და დარბაზი ფორტეპიანოთი. პრონცესას სიკვდილის შემდეგ უძრავი ქონების სააგენტომ ეს ვილა 38 მლნ ევროდ გაყიდა.
ელტორის რეზიდენცია ნორტჰემპტონშირში
ეს საგვარეულო მამული სპენსერების საგრაფოს მე-6 საუკუნიდან ეკუთვნის. ახლა მისი მფლობელი ჩარლზია, დიანა სპენსერის უმცროსი ძმა. ლედი დიანა აქ გათხოვებამდე ცხოვრობდა, 14 წლიდან.
სახლში 90 საძინებელია. შენობა 1508 წელს აშენდა და მე-18 საუკუნის ინგლისში მაღალი საზოგადიების თავშეყრის ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს წარმოადგენდა. ეს ეპოქოს ელიტის საყვარელი სახლი გახლდათ.
სახლის ინტერიერი ძალიან ძვირფასი ნივთებით და ფაიფურის თუ ბროლის ჭურჭლით არის გაფორმებული.
ახლა ამ სახლში ერთი ღამის გატარება 20 000 ევრო დაგიჯდებათ.
პრემიუმლუქსის ოთახი კი 35 000 ათასი ევრო. პრინცი ჩარლზი განმარტავს, რომ ეს თანხები საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.
სწორედ ამ მამულში განისვენებს ყველასათვის საყვარელი პრინცესა. ამ სახლის დათვალიერება შესაძლებელია 1 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, როდესაც პრინცი ჩარლზი მას ტოვებს.
სახლი 60 კოლეჰერნ-კორტი, ერლს-კორტი
ეს ლონდონური სახლი კი ჩელსისა და სამხრეთ კენსინგტონს შორის მდებარეობს. აქ პრინცესა რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ეს აპარტამენტები მას დედამ აჩუქა 18 წლის იუბილეზე. დიანა აქ საცხოვრებლად სამ მეგობართან ერთად გადავიდა. ამ სახლში ცხოვრება მაშინ, დაახლოებით, 50 000 ფუნტი სტერლინგი ჯდება. იმ დროს დიანა აღმზრდელის თანაშემწედ მუშობდა და პრინც ჩაარლზს არც კი იცნობდა.
კოლეჰენ-კორტი დიდი საცხოვრებელი კომპლექსია ვიქტორიანულ სტილში. შენობაში 213 ბინაა. დღეს ბინა, რომელშიც პრინცესა ცხოვრობდა, 1 მლნ ფუნტი სტერლინგი ღირს.
ჰაიგრიუვის სასახლე გლოსტერშირში
ეს ნეოკლასიკური სტილის სახლი ქალაქის გარეუბანში წყვილის საყვარელი ადგილი იყო. აქ ხშირად მოდიოდნენ ბავშვებთან ერთად. პირველი ორსულობა პრინცესამ უმეტესად ამ სახლში გაატარა.
სახლი სამსართულიანია, აქ არის 9 საძინებელი, რამდეინმე დიდი მისაღები, ცალკე ფრთა ბავშვებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის.