საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი მიტოვებული სახლია, რომელთა პატრონებიც უმეტესად უცხოეთში არიან. ზოგი ახერხებს ამ სახლების განახლებას, მიხედვას, თუმცა ძირითადად მაინც ყიდიან და კარ-მიდამოსაც ახალი პატრონი უჩნდება...
ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარკუს მეტრეველმა "ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან თავის აუდიტორიას აცნობა, რომ მისმა ოჯახმა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ძველი სახლი შეიძინა და მათივე აქტიური ძალისხმევით, იქაურობას ახალი სიცოცხლე მიეცა.
სახლი ყურადღებას თანამედროვე და ძველი ელემენტების შერწყმითაც იქცევს.
ambebi.ge -ს მარკუს მეტრეველი ახალ სახლსა და გაწეულ შრომაზე ესეუბრება:
- ეს სახლი ჩვენი
ოჯახის შენაძენია. მე და დალი, ჩემი მეორე ნახევარი, საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობდით და ვეძებდით სააგარაკედ ადგილს. გვინდოდა, პატარა სახლი, რათა ჩვენი მყუდრო თავშესაფარი მოგვეწყო. ყველა კუთხე მოვინახულეთ, მაგრამ მეტად კახეთმა გამათბო თავისი სიყვარულით. აქ ბევრი რამაა ისეთი, რაც გიზიდავს, ღვინის კულტურაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი ჩემთვის თბილი და სასიამოვნოა...
მოკლედ, სოფელ ბოდბისხევში აღმოჩნდა ძველი, მიტოვებული, ძალიან სარემონტო სახლი, რაზეც საბოლოოდ შევჩერდით... სახლში ცხოვრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამ საქმეში დიდი შრომა, ენერგია ჩაიდო. რაც მთავარია, ყველაფერი დიდი სიყვარულით გავაკეთეთ. რომ არა სიყვარული, არაფერი გამოვიდოდა. რაც მთავარია, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ძველი სახლისთვის თავისი სახე არ დაგვეკარგა და მასთან ახალი ძალიან ფრთხილად შეგვერწყა.
ჩვენი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, დადებითი შეფასება და კომენტარები მივიღეთ, რამაც გამახარა. განაგრძეთ კითხვა