დაათვალიერეთ დედოფლის კუთვნილი აგურის სახლი, რომელშიც ერთი ღამის გატარება 364 გირვანქა სტერლინგი ღირს

გსურთ ბრიტანელი მონარქებივით ცხოვრება? ეს რეალურია. სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სანდრიგემის სამეფო მამულში ერთ დროს დედოფლის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი სახლი ქირავდება. ერთი ღამის გატარება ამ სახლში 364 გირვანქა სტერლინგი დაგიჯდებათ.




ეს პატარა აგურის სახლი ნორფოლკში, სანდრინგემის აგარაკზე, ელიზაბეტ II-ის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელ ადგილზე, სანდრიგემის ციხესთან ახლოს მდებარეობს. ის ოდესღაც მისი უდიდებულესობის მთავარი მებაღის სახლი იყო, ახლა ყოველდღიურად ქირავდება.


სახლში ოთხი საძინებელი და ორი სველი წერტილია. მასპინძელს რვა სტუმრის მიღება შეუძლია (პლუს სამი ძაღლი - რა თქმა უნდა,
ეს ადგილი შინაური ცხოველებისთვისაც არის განკუთვნილი, მისი უდიდებულესობა ხომ განთქმული იყო ცხოველების სიყვარულით). ავეჯი უბრალო, თუმცა კომფორტულია. კედლები გაფორმებულია ნახატებით, რომლებიც ოდესღაც სამეფო რეზიდენციაში იყო განთავსებული.


სახლის მახლობლად ბაღს აქვს ულამაზესი ეზო და მწვადის შესაწვავი ადგილი, ე.წ. ბარბექიუ, ასე რომ, მომავალ მცხოვრებლებს შეუძლიათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და მშვიდი ატმოსფეროთი, გარდაცვლილ დედოფალს ხომ სწორედ ამ ფაქტორების გამო უყვარდა ეს ადგილები ასე ძალიან.


საინტერესოა, რომ  2024 წლის თებერვლამდე ყოველი დღე დაკავებულია. როგორც უკვე გითხარით,  ერთი ღამის ფასი დაახლოებით 364 ფუნტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები