ჩოგბურთის კორტი, აუზი, მედიტაციის დარბაზი, საოჯახო კინოთეატრი... - ამ იტალიურ ვილას მალიბუში შერი 85 მლნ აშშ დოლარად ყიდის

76 წლის პოპვარსკვლავმა შერიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ მასზე ბევრად უმცროს მამაკაცზე დაინიშნა, საკუთარი ვილა მალიბუში, იტალიურ სტილში მოწყობილი, გასაყიდად გამოიტანა. ეს სახლი, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ყიდვიდან 30 წლის შემდეგ, 85 მლნ აშშ დოლარად იყიდება. თავის დროზე მასში მომღერალმა 2,95 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა.


ერთ-ერთ ელექტრონულ წერილში შერი გულთბილად იხსენებს ამ სახლში გატარებულ თბილ და ტკბილ დღეებს, მათ შორის ულამაზეს სასადილო ოთახში გატარებულ ინტიმურ საღამოებსა და აუზთან მოწყობილ წვეულებებს. სახლის ყველა ოთახიდან ოკეანეზე საოცარი ხედი იშლება.

ვილის ტერიტორიაზე, აუზის გარდა, სტუმრების სახლი და ჩოგბურთის კორტია განთავსებული, აქვე
არის მავრიტანული სტილის შადრევანი და პალმის ბაღი, რომელიც 40 ხეს ითვლის. ახალი მეპატრონის განკარგულებაში იქნება ასევე შვიდი საძინებელი, რამდენიმე აბაზანა, ერთ-ერთი მათგანი - ჰამამის სტილში, გარდერობის ოთახი, მედიტაციის დარბაზი, საოჯახო კონოთეატრი, ოთახი კლიმატ-კონტროლით, სადაც თავის დროზე შერის ასობით საკულტო პარიკი ინახებოდა.



შერიმ პოპულარობა 70-იან წლებში მოიპოვა, როგორც დუეტ შონნყ & ჩჰერ- ის წარმომადგენელმა, მეუღლესთან, აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, მუსიკოს სონი ბონოსთან ერთად. მას შემდეგ შერიმ 100 მლნ-ზე მეტი თავისი ჩანაწერი გაყიდა და 2000 წელს გრემის პრემიაც მიიღო. არანაკლები წარმატება მოიპოვა შერიმ, როგორც მსახიობმა. 1988 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიიღო.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები