ვაშინგტონში სულ ცოტა ხნის წინ გაიყიდა 26,5 მლნ აშშ. დოლარად სახლი, რომელშიც ჟაკლინ (ჯეკი) კენედი ცხოვრობდა მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ.
ჯონ ფ. კენედის (1917-1963) მკვლელობის შემდეგ, მისმა ქვრივმა მე-18 საუკუნის ბეიკერ ჰაუსი შეიძინა ვაშინგტონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ჯორჯთაუნში, კოლუმბიის მხარეში. კოლუმბიის მხარე, კერძოდ ჯორჯთაუნი, ცნობილია სამთავრობო ოფისებით, ძვირფასი რესტორნებით და საოცარი სასტუმროებით. სწორედ აქ ცხოვრობს ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი.
სახლმა პაპარაცებისა და ჟურნალისტების დიდი ყურადღება მიიპყრო და ჯეკი კენედი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. ისტორიული ადგილების
ეროვნული რეესტრის სიაში შეტანილი სახლი ჯერ ჯორჯთაუნის მერის ტომას ბილის რეზიდენცია გახლდათ, შემდეგ - სამხედრო მინისტრის ნიუტონ დ. ბეიკერის და ბოლოს მის ამერიკის, იოლანდა ფოკსის. სულ ცოტა ხნის წინ კი ეს სახლი, მეზობელ ორ სახლთან ერთად, აუქციონზე გაიტანეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 26,6 მლნ დოლარად გაიყიდა.
ჯეკი ამერიკის პირველი ლედის სტატუსის მინიჭებამდეც ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონე ქალბატონად მიიჩნეოდა. იგი შანელის სახლის სამოსსაც უწევდა პოპულარიზაციას და თეთრი სახლის რეკონსტრუქციაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი სტილი მასთან ერთად ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ფინანსურ მაგნატთან, არისტოტელე ონასისთან ქორწინების შემდეგ (ეს მისი მეორე ქორწინება გახლდათ) კი ახალ სტილს ჩაუყარა საფუძველი - მამაკაცურ კოსტიუმებს, დიდი ზომის სათვალეს და ფუმფულა კაბებს.
რაც შეეხება სახლს ვაშინგტონში, საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებულია 13 საძინებელი, 13 აბაზანა 5 საპირფარეშო. კენედის ყოფილი სახლი გაყიდეს მისი ორიგინალური ბუხრებით, შთამბეჭდავი შესასვლელებით და ხით მოპირკეთებულ ბიბლიოთეკით.
სახლში ასევე იყო დახვეწილი მისაღები ოთახი, მოოქროვილი, სატრენაჟორო დარბაზი, სამუშაო კაბინეტი და დიდი, თანამედროვე სამზარეულო.
მეორე სართულზე არის საძინებელი სასტუმრო ოთახთან ერთად, სპა აბაზანა აივნით და ხედით ბაღზე. აქვე არის კიდევ ოთხი საძინებელი თავისი სველი წერტილებით. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება ჯორჯთაუნზე.
მთავარი შენობა და გვერდითა შენობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული გადასასვლელებით და მიწისქვეშა პარკინგით. ერთ-ერთ სახლში შეგხვდებათ მისაღები იტალიურ სტილში, მოხატული ჭერით და სამი საძინებელი. მეორე სახლში კი არის ხუთი საძინებელი და სამზარეულო.