ჟიზელ ბიუნდჰენის ულამაზესი სახლი ფლორიდაში, რომელიც 9,1 მლნ დოლარად იყიდა


ბრაზილიელმა სუპერმოდელმა და მსახიობმა ჟიზელ ბიუნდჰენმა მაიამიში საუცხოო სახლი შეარჩია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ფუფუნებაში იცხოვროს, ჩოგბურთის კორტის, საჯინიბოს და საჯირითო ადგილის ჩათვლით.
ჟიზელ ბიუნდჰენი და მისი მეუღლე, ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი, ფლორიდაში 2020 წელს გადაბარგდნენ. სამი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა, თუმცა ფეხბურთელსაც და მოდელსაც, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ. ბრედი მაიამიში დაფუძნდა, ჟიზელმა კი საოცარი სახლი შეიძინა 9,1 მლნ დოლარად მაიამიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე.


3 ჰექტარი სიდიდის ნაკვეთზე უზარმაზარი ორსართულიანი აგურის სახლია განთავსებული, რომლის ფართი 481,5
კვ.მეტრია. სახლში 9 საძინებელი და 9 აბაზანაა, ასევე აპარტამენტები სტუმრებისთვის. საინტერესოა, რომ გარედან სახლი საკმაოდ ტრადიციულად და მკაცრად გამოიყურება, თუმცა შიგნით აბსოლუტურად თანამედროვე ინტერიერით იწონებს თავს.

პირველ სართულზე განთავსებული დიდი საერთო სივრცე სასტუმრო ზონას დიდ თეთრ დივანთან, ბუხართან და სასადილო ზონასთან აერთიანებს. ცენტრში უზარმაზარი ბარია მარმარილოს ზედაპირით. აქვეა სამზარეულო, სადაც დიასახლისი კულინარიულ ექსპერიმენტებს ატარებს.

საინტერესოა, რომ ჟიზელმა ახლახან კულინარული წიგნი გამოსცა საკუთარი საფირმო რეცეპტებით.
სასადილო ზონაში დიდი მაგიდა დგას, რომელიც 10 კაცზეა გათვლილი, კედლები ლამაზი ნახატებით არის დამშვენებული. ცნობილია, რომ ჟიზელი ბევრ მხატვართან მეგობრობს და ხელოვნებით არის გატაცებული. რაღა თქმა უნდა, სახლში დიდი საგარდერობე ოთახიც არის ცნობილი მოდელის ლუქების შესანახად.

კომფორტულ სახლს სილამაზითა და ფუფუნებით არც გარე ტერიტორია ჩამოუვარდება. აქ ყველაფერია - ტერასები, ბარ ბექიუს ზონა, აუზი, შადრევანი, ფეხბურთის მოედანი, საჯინიბოც კი. ცნობილია ასევე, რომ მოდელი ცხენებითაც არის გატაცებული.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები