ანტონიო ბანდერასის ესპანური სახლი მარბელაში მთლიანად დაანგრიეს - რა გახდა ამის მიზეზი


ანტონიო ბანდერასის საყვარელი სახლი ესპანეთის სანაპიროზე ცოტა ხნის წინ მთლიანად დაანგრიეს. 63 წლის მსახიობმა სახლი 1995 წელს იყიდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ იგი უკანონო ლიცენზიით ყოფილა აშენებული და ესპანეთის სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურმა იგი ბათილად ცნო.

საქმე ის გახლავთ, რომ საცხოვრებელი აშენდა მიწაზე, რომელიც განკუთვნილი იყო საკანალიზაციო სისტემების დასამონტაჟებლად. უფრო მეტიც, სახლი ძალიან ახლოს იყო სანაპიროსთან, რაც არღვევდა კანონებს სანაპიროზე საზოგადოებრივი წვდომის შესახებ. ესპანეთში ყველა პლაჟი საჯარო საკუთრებაა, ამიტომ პლაჟის გვერდით მუდმივი ნაგებობების აშენება გასასვლელის გარეშე , უკანონოა. სხვათა შორის, ამ
სახლში დაიბადა მსახიობის ქალიშვილის სტელა დელ კარმენი და ამ სახლში გაატარა ანტონიო ბანდერსმა მელანი გრიფიტთან (18 წელი იყვნენ ქორწინებაში) თანაცხოვრების უმეტესი ნაწილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები