სნუპ დოგი, იგივე კალვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსი, ერთ-ერთი საუკეთესო რეპერია მუსიკალურ ინდუსტრიაში. იგი 16-ჯერ არის გრემის ჯილდოს ნომინანტი. საინტერესოა, როგორ ცხოვრობს ცნობილი რეპერი, რომელმაც არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სკანდალებითაც გაითქვა სახელი - მაგალითად, კოკაინისა და მარიხუანის გამოყენებისთვის არაერთხელ დააკავეს, ერთხელ კი აღიარა, რომ თეთრ სახლშიც მოუწევია მარიხუანა. თუმცა ბოლო პერიოდში უარი თქვა თამბაქოზეც კი - ჯანსაღად უნდა ვიცხოვრო, შვილიშვილის გაზრდას უნდა ვუყუროო. წელს კი ოლიმპიადაზეც აქტიურად ჩანს და ამბობენ, რომ ამ წარმომადგენლობითი საქმიანობისთვის 10 მლნ დოლარამდე ჰონორარს უხდიან.
გთავაზობთ სნუპ
დოგის კალიფორნიაში მდებარე 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების სახლის რამდენიმე ფოტოს.
გთავაზობთ სნუპ