კანიე უესტის 57-მილიონიანი სახლი მიტოვებულ შენობას წააგავს

მსოფლიოში ცნობილ რეპერი კანიე უესტი ყოველთვის გამოირჩეოდა უჩვეულoო გემოვნებით, თუმცა ბოლო დროს მისი პრეფერენციები ცოტა უცნაური გახდა. მაგალითად, სულ ახლახან მუსიკოსმა 57 000 000 გადაიხადა სახლში, რომელიც მიტოვებულ შენობას უფრო ჰგავს, ვიდრე ძვირად ღირებულ მამულს.

სასახლე ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდომის მიერ არის დაპროექტებული. ზოგადად, ეს ამ სპეციალისტის მიერ შექმნილი ერთადერთი სახლია შეერთებულ შტატებში. კანიე უესტი ამ რქიტექტორის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა.

სასახლე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას - მალიბუში მდებარეობს. ეს საკურორტო ქალაქი გახლავთ კალიფორნიაში, რომელიც ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. თავად
სახლი კი არათუ ზღვის პირველ ზოლში, პირდაპირ ქვიშიან სანაპიროზეა განთავსებული.
რეპერის სახლის გარშემო ვერც ერთ ბუჩქს, ბალახსა თუ ხეს ვერ ნახავთ. უფრო მეტიც, აქ დასასვენებელი ადგილებიც კი არ არის, არც საცურაო აუზები და არც სპორტული მოედნები, როგორც სხვა ცნობილი ადამიანების სახლებში. სახლს გარს მხოლოდ ქვიშა, ოკეანე და მეზობლების სახლები აკრავს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა კანიე უესტის ასკეტიზმის გამო არ ხდება, რეალურად ამის საბაბი ლანდშაფტის მახასიათებლებია. დასასვენებელი ადგილიები სახლის ტერასებზეა განთავსებული, სწორედ ეს ადგილებია ტალღებისა და ქარისგან საიმედოდ დაცული..
თავად სახლი წარმოდგენილია მინისა და ბეტონის კონსტრუქციით. ერთ-ერთი კედელი თითქმის მთლიანად უზარმაზარი პანორამული ფანჯრებისგან შედგება. ეს შესაძლებელს ხდის ზღვის პეიზაჟით ტკბობას სასახლის ნებისმიერი ოთახიდან.

პანორამული ფანჯრების საშუალებით ჩანს, რომ სახლის ინტერიერი ისეთივე მინიმალისტურია, როგორც ექსტერიერი. ინტერიერში პრაქტიკულად არ არის ნათელი ფერები. მხოლოდ ბეტონის კედლები და მონოქრომული ავეჯი. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურად გამოიყურება, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები