სად და როგორ ცხოვრობს ნოვაკ ჯოკოვიჩი?


ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია, რომელმაც ასობით ჯილდოს გარდა შთამბეჭდავი ქონებაც დააგროვა. ჩოგბურთელის ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, სად და როგორ ცხოვრობს მათი კერპი.

ჯოკოვიჩის პენტჰაუსი ნიუ-იორკში


2017 წელს ჯოკოვიჩმა 10,2 მილიონი ევროდ შეიძინა სახლი ნიუ იორკში, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში. ფორმალურად ჩოგბურთელმა ორი ბინა იყიდა, რეალურად კი პენტჰაუსი, რომელიც მანჰეტენის ცენტრში მდებარეობს.

ბინებს, საერთო ფართი 185 კვადრატული მეტრია და მოპირკეთებულია თეთრი მუხის იატაკით, მარმარილოთი და სპეციალურად დამზადებული ავეჯით.

გარდა ამისა, ჯოკოვიჩს აქვს წვდომა კერძო ავტოსადგომზე, 16 მეტრიან საცურაო აუზზე, ფიტნეს ცენტრზე,
იოგას სტუდიასა და ბიბლიოთეკაზე.

ჯოკოვიჩის ძირითადი სახლი ესპანეთში

ესპანეთი ბევრი ჩოგბურთელის საყვარელი ადგილია - გამონაკლისი არც ჯოკოვიჩია. მთელი წლის განმავლობაში მზე, ქვეყნის მოსახერხებელი მდებარეობა, განვითარებული ინფრასტრუქტურა და სხვა მახასიათებლები გულგრილს ვერავის ტოვებს, მათ შორის ვერც ჩოგბურთელს, რომელმაც ამ ქვეყანაში სახლი 2020 წელს იყიდა თითქმის 10 მილიონ ევროდ. სწორედ მარბელას სასახლე ითვლება მის მთავარ სახლად.

ნოვაკ ჯოკოვიჩი თავდაირველად სახლს კვირაში 10 ათას ევროდ ქირაობდა, მაგრამ ისე შეუყვარდა, ეს ადგილი, რომ საბოლოოდ მისი ყიდვა გადაწყვიტა.

სახლში არის ცხრა საძინებელი, რვა აბაზანა, კინოს დარბაზი, საცურაო აუზი ეზოში და რაღა თქმა უნდა, ჩოგბურთის კორტი.

ეს გახლავთ ცნობილი ჩოგბურთელის ის ორი ძირითადი სახლი, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩს კიდევ აქცს სახლები, კერძოდ, ბინა მონაკოში
პენტჰაუსი ბელგრადში (მისი მშობლიური ქალაქი) ტბაზე, დუპლექსი პენტჰაუსი ტივატში (მონტენეგრო) და სახლი მაიამიში.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები