კონსტანტინე მელაძე ყირიმში მდიდრულ ვილას ვერ ყიდის და გაქირავება დაიწყო

კონსტანტინემ მელაძე უკვე ერთ წელზე მეტია სახლს ყიდის ყირიმში, თუმცა ეშედეგოდ. როგორც ჩანს, ცნობილ კომპოზიტორსა და პროდიუსერს იმედი გადაეწურა და გადაწყვიტა, სახლი გააქირაოს მაინც.
ყირიმის ვილა გასაყიდად 2023 წელს გაიტანეს. პროდიუსერმა ეს ნაბიჯი ვერა ბრეჟნევასთან განქორწინების შემდეგ გადადგა. უძრავი ქონების ღირებულება 300 მილიონი რუბლი გახლდათ (დაახლ. 30 მლნ დოლარი), თუმცა ისიც აღინიშნებოდა, რომ ეს საბოლოო ფასი არ იყო და მესაკუთრე რეალურ კლიენტს დაუკლებდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთ გულუხვ შეთავაზებას დიდი ინტერესი არ მოჰყოლია, 2024 წლის თებერვალში კი კონსტანტინემ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და
იმის მაგივრად, რომ სახლისთვის ფასი დაეკლო, პირიქით, გაზარდა და 396 მილიონამდე აიყვანა. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს შედეგად არაფერი მოჰყოლია.

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სახლის გაქირავება გადწყვიტა. ახლა კონსტანტინე თავის ვილას ყირიმში ტურისტებს უთმობს. ის განიხილავს უძრავი ქონების დღიურად გაქირავებას. ცნობილი ოჯახის სახლის ქირაობა 60-დან 110 ათას რუბლამდე ღირს. ფასი დამოკიდებულია მოთხოვნაზე და მასში დარჩენის ხანგრძლივობაზე. საფასურში შედის სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, სათევზაო აუზი და მწვადის ადგილი. ტერიტორია საიმედოდ არის დაფარული ცნობისმოყვარეთა მზერისგან, თუმცა სანაპირომდე 1,5 კმ-ს გავლა ფეხით მოგიწევთ.
სახლის ერთი თვით დაქირავება მსურველს 2 მილიონი რუბლი დაუჯდება. ამ ფასში შედის მოახლის, მენეჯერის და მებაღის მომსახურება.

ვარსკვლავურ უძრავი ქონება "ვილა როზას" ტერიტორიზე ყველაზე დიდია. 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სახლს 700 კვადრატული მეტრი უკავია.
პროდიუსერი ყოფილ მეუღლესთან, ვერა ბრეჟნევასთან ერთად პირადად მონაწილეობდა ინტერიერის მოწყობაში, ამიტომ აქ ყველაფერი ექსკლუზიური და ძვირია. მთელი პერიმეტრი მწვანე ღობით არის გარშემორტყმული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები