კარიერის დასაწყისში ზოგს სახლი არც ჰქონდა, ზოგი კი პატარა ბუნგალოში ცხოვრობდა - მსოფლიო ვარსკვლავების სახლები პოპულარობამდე და მას მერე

რას გააკეთებდით ძალიან მდიდარი რომ გამხდარიყავით? აუცილებლად გადახვიდოდით საცხოვრებლად უფრო დიდ და მდიდრულ სახლში. აბა, ვინ დაადანაშაულებს ჰოლივუდის ცნობილ ადამიანებს მდიდრული სასახლეების ყიდვის გამო? მოდით, შევადაროთ მათი ამჟამინდელი სახლები იმ სახლებს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ მსოფლიო პოპულარობის მოპოვებამდე.

სელენა გომესი
ახალგაზრდა მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი ტეხასის გრანდ პრერიში დაიბადა და კარიერა სულ რაღაც 10 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ითამაშა ერთ-ერთ ცნობილ საბავშვო სატელევიზიო სერიალში. მსოფლიო დიდებამდე მოკრძალებულ ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა ტეხასის გარეუბანში.


ამჟამად სელენა გომესი 4,9 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში, ცხოვრობს
რომელიც ადრე ამერიკელ მომღერალ და კომპოზიტორ ტომ პეტის ეკუთვნოდა. სახლს აქვს ჩამწერი სტუდია და ხმის გამაძლიერებელი ჯიხური ვოკალის ჩასაწერად, 6 საძინებელი და 10 სველი წერტილი, ღვინის სარდაფი, მასაჟის ოთახი, ელეგანტური მისაღები ოთახი და მრავალი სხვა.

ემინემი
ამერიკელმა რეპერმა ემინემმა თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დეტროიტის მუშათა კლასის, ძირითადად შავკანიანთა უბანში გაატარა. მისი ბავშვობის სახლი არაერთხელ გამოჩნდა მისი სტუდიური ალბომების გარეკანებზე 2000 და 2013 წლებში. ახლა სახლი ავარიულია.

ახლა მომღერალი 1400 კვ.მ. ფართის სასახლეში ცხოვრობს როჩესტერ ჰილზში, დეტროიტში. სასახლეში არის 6 საძინებელი, 9.5 სველი წერტილი, 21 ოთახი, ჩოგბურთის კორტი, ტბა, აუზი, დიდი მოედანი და ხუთი მანქანის ავტოფარეხი. ემინემმა ეს უძრავი ქონება 2003 წელს შეიძინა 4,75 მილიონ დოლარად.

რიანა
მომღერალი და მსახიობი რიანა შედარებით პატარა ბუნგალოში გაიზარდა სენტ მაიკლში, ბარბადოსში, მშობლებთან და ორ ძმასთან, რორის და რაჯადთან ერთად.

მსოფლიო პოპულარობის მოპოვების შემდეგ ლოს-ანჯელესში იყიდა სასახლე 6,8 მლნ დოლარად. სახლში არის 6 საძინებელი და 8 აბაზანა, რაც შეეხება ფართობს, ის 660 კვ.მ.-ია.
ბოლო რამდენიმე წელია, რიანა ლონდონში ცხოვრობს და ლოს-ანჯელესის სასახლის გაყიდვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მისი გაქირავება გადაწყვიტა თვეში 35000 დოლარად.

ბეიონსე
ბიონსე - მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ჰიუსტონში, ტეხასის შტატში. იგი შედარებით მოკრძალებულ, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავ ორსართულიან წითელი აგურის საოჯახო სახლში ცხოვრობდა.

2017 წელს მეუღლესთან, ჯეი-ზთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში გადავიდა. ეს სახლი მათ 90 მილიონ დოლარად შეიძინეს. არსებული ინფორმაციით, ქონება 2800 კვ.მ.-ია და მოიცავს 15 მანქანის ავტოფარეხს, ოთხ საცურაო აუზს, კალათბურთის მოედანს, ტყვიაგაუმტარ ფანჯრებს და კიდევ ბევრ სხვა რამეს.

მაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონის ოჯახი ცხოვრობდა გარიში, ინდიანაში, ერთსართულიან სახლში ორი საძინებლით და ერთი სველი წერტილით
აქ ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ ჯექსონმა დიდ წარმატებას მიაღწია, რის შემდეგაც გადაწყვიტეს გადასულიყვნენ ჰოლივუდში, სადაც იყიდეს 8100 კვ.მ.


1988 წელს მაიკლ ჯექსონი გადავიდა საკუთარ მამულში, დაახლოებით 2700 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე არსებულ 1200 კვადრატული ფუტის მთავარი სახლში. ეს სახლი მას, სავარაუდოდ, $19,5-დან $30 მილიონამდე დაუჯდა. ამბობენ, რომ მაიკლ ჯექსონი აქ 2005 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი, 2009 წელს, გარდაცვალებამდე შედარებით უბრალო საცხოვრებელი იქირავა.
მის მამულში იყო პატარა გასართობი პარკი რეალური ატრაქციონებით, სათამაშო აპარატების დარაზი, 3 რკინიგზა და ადგილი დიდი ღონისძიებებისთვის.

ტეილორ სვიფტი


მსოფლიო წარმატებას მიღწევამდე მომღერალი ოჯახთან ერთად 3-სართულიან ძალიან ფართო, ელეგანტური და კომფორტულ სახლში ცხოვრობდა.
მან ჯერ კიდევ 2009 წელს შეიძინა პენტჰაუსი ნეშვილში. $2 მილიონიანი სახლი არის ორსართულიანი პენტჰაუსი 3 საძინებლით და 4,5 სველი წერტილით.

ლებრონ ჯეიმსი
ცნობილ სპორტსმენს რთული ბავშვობა ჰქონდა. 3-დან 17 წლამდე ლებრონს მუდმივი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონია და ძირითადად დივანზე ეძინა ხოლმე ვინმეს სახლში. მისი ყველაზე სტაბილური თავშესაფარი იმ დროს მოკრძალებული ორსართულიანი სახლი იყო აკრონში, სადაც ის ხანდახან თავის ფეხბურთის მწვრთნელთან ერთად ცხოვრობდა ხოლმე.

NBA-ში წარმატებული კარიერის შემდეგ კი რამდენიმე სასახლეს ფლობს. 23 მილიონის ღირებულების სასახლე ბრენტვუდში, ლოს ანჯელესში, მისი მთავარი რეზიდენციაა.

არნოლდ შვარცნეგერი
ლეგენდარული მსახიობი, ყოფილი გუბერნატორი და პენსიაზე გასული ბოდიბილდერი დაიბადა და გაიზარდა ავსტრიაში. ბავშვობა მოკრძალებულ ყვითელ ორსართულიან სახლი გაატარა ტალეში, გრაცის მახლობლად, ეს სახლი ახლა არის მუზეუმი, რომელიც გვიყვება არნოლდის ცხოვრებასა და მის ყველა მიღწევაზე.

მსახიობი ახლა ბრენტვუდში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, თავის 1350 კვადრატულ მეტრ სასახლეში, რომელსაც აქვს 7 საძინებელი და 10 აბაზანა, ასევე აუზი, ჩოგბურთის კორტი, სპორტული დარბაზი, ძვირად ღირებული ოფისი და სხვა. არნოლდმა ეს სასახლე ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში იყიდა.


ერთ დროს მესი ამ სახლში ცხოვრობდა - ნახეთ, როგორია დღეს მისი ქონება

სად გაიზარდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებსაც ახლა ულამაზესი სასახლეები აქვთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები