მომღერალი იძულებული გახდა სოლიდური თანხა დაეხარჯა იმის გადასამოწმებლად, რომ სახლის რემონტისას მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი აუფეთქებელი ჭურვები არ არის.
28 წლის დუა ლიპა გააფრთხილეს, რომ მის 6,75 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იმ ჭურვების არსებობა შეემოწმებინა, რომლებიც შესაძლოა 1940-იანი წლებიდან შემორჩენილიყო. არქიტექტორებმა აღმოაჩინეს, რომ სასახლის ირგვლივ რამდენიმე ქუჩა ნაცისტური თვითმფრინავების მიერ იყო დაბომბილი. მხოლოდ აუფეთქებელი ჭურვების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ მისცეს მის გუნდს ნებართვა აეშენებინა სახლი, რომელსაც მიწისქვეშა აუზი აქვს.
სამწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, როგორც იქნა, დუა ლიპას ლონდონის სახლში სარემონტო
დუას გეგმები მის სახლთან დაკავშირებით მართლაც გრანდიოზულია, რომელთა განხორციელებაც, როგორც უკვე გამოჩნდა, არც ისე მარტივი იყო. ოთხი წლის შემდეგ როგორც იქნა, იპოვა მშენებლები, რომლებიც მის მუსიკალურ სტუდიას, საცურაო აუზს, სპორტდარბაზს, კინოსა და ლაუნჯს მოწყობენ. მაგრამ ეს ყველაფერი მკაცრად გაკონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან მომღერლის ინიციატივას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ დუა ლიპას სახლი დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს.