ლიონელ მესის სახლს იბიცაზე თავს დაესხნენ - საქმეში არგენტინის პრეზიდენტიც ჩაერია

იბიცაში ფეხბურთელის სახლს თავს კონსერვატორები დაესხნენ.
ესპანელმა გარემოს დამცველებმა მესის სახლის ფასადს იბიცაში შავი და წითელი საღებავი შეასხეს და ამ აქტის შესახებ სოციალურ ქსელში ამაყად საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ ეს პროტესტის ნიშნად გააკეთეს. მათი თქმით, სახლი უკანონოდ და თან ძვირად ღირებული მასალებით აშენდა - სახლი 11 მილიონ ევროდ არის შეფასებული.



ლიონელმა ეს სახლი 2022 წელს იყიდა ერთ-ერთი შვეიცარიელი ბიზნესმენისგან. იმ დროისათვის სახლს მშენებლობის დამთავრების შესახებ ნებართვა არ ჰქონდა. სახლის ძველ მეპატრონეს ბრალს ადგილობრივი რელიეფის შეცვლაში დებდნენ.



აღნიშნულთან
დაკავშირებით განცხადება გააკეთა არგენტინის პრეზიდენტმა და ესპანეთის პრეზიდენტს არგენტინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები