ამ სახლში მსახიობი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს.
3 სექტემბერს 52 წლის ჯენიფერ გარნერმა, რომელმაც ქონება 2019 წელს ბენ აფლეკთან განქორწინების დასრულების შემდეგ შეიძინა, ერთ-ერთ არქტექტურულ გამოცემას თავისი განსაცვიფრებელი ქონება დაათვალიერებინა და ისიც აღიარა, რომ სახლი თავად დააპროექტა. ყოფილ ქმართან დაშორების შემდეგ ჯენიფერი სამ შვილთან ერთად ბრენტვუდში გადავიდა და საკუთარი საოცნებო სახლის შენებას შეუდგა.
- მივხვდი, რომ გადასვლა მომიწევდა. ვეძებდი სახლს, სადაც პენსიაზე გავიდოდი. ბოლო სახლი ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ იქ თავი კომფორტულად მეგრძნო, - ამბობს მსახიობი.
იგი დიზაინერ ბრუკ ჯანეტთან და არქიტექტო სტივ ჯანეტთან
გაერთიანდა.
- პროცესს შუაში შვუერთდი, - აღიარა მან. — ჟურნალის სურათებიც კი არ მიჩვენებია, მე უბრალოდ ვამბობდი, რაც მინდოდა და იმას ვაკეთებდით. და საბოლოოდ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ჯენიფერმა გამოცემას განუმარტა, რომ ეს იყო მისი დიზაინერული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების პირველი გამოცდილება. პროექტი მოიცავდა სივრცის შექმნას მრავალი მორგებული ფუნქციით, მათ შორის ჰარი პოტერის თემატიკის ოფისის შექმნას მისი შვილისთვის, ასევე უნდა მოეწყო თევზების ავზი და წვეულების ოთახი. გარნერმა თქვა, რომ მისი საყვარელი ადგილი სახლში არის ზედა სართულზე - საკითხავი კუთხე.
- მე და ჩემს შვილებს ძალიან გვიყვარს კითხვა, მკითხველები ვართ", - აღნიშნა მან, - და ახალ სახლში მინდოდა ბავშვებისთვის რაც შეიძლება მეტი შესანიშნავი ადგილი შემეთავაზებინა წიგნის წასაკითხად.
მსახიობმა ისიც აღიარა, რომ საერთოდ არ უყვარს პირადი ცხოვრების გამომზეურება, თუმცა ამ ახალ სახლში ცხოვრება იმდენად აბედნიერებს და თვლის, რომ იმდენად გაუმართლა, მზად არის ეს სიხარული სხვებსაც გაუზიაროს.
გარნერის ყოფილმა ქმარმა კი, ბენ აფლეკმა ცოტა ხნის წინ იყიდა 20 მილიონ დოლარად სახლი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ჯენიფერის ამჟამინდელ რეზიდენციასთან ახლოს, რათა შვილები უფრო ხშირად ნახოს.