ლედი გაგამ თაყვანისმცემლებს თავისი 22 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის გასახდელი დაათვალიერებინა

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ თაყვანისმემლებს თავისის სახლის, უფრო სწორად გასახდელის ფოტოები დაათვალიერებინა. სახლი კალიფორნიაში მდებაროებს და მომღერალს მასში 22 მილიონი დოლარი აქვ გადახდილი. ვიდეოში 38 წლის გაგა თავის ახალ სიმღერაზე, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს, ლამაზ, ელეგანტურ ოთახში ცეკვავს.
"როცა ვფანტაზიორობ ჩემი ახალი სიმღერის ერთბაშად გამოშვებაზე", - დააწერა მომღერალმა ვიდეოს.


გამომწერებმა შეძლეს გაგას გარდერობის დათვალიერება, სადაც ტანსაცმლის გაუთავებელი თაროები და უზარმაზარი სარკისებური კედელი მოჩანდა. ოთახის ცენტრში არის დიდი ვარდისფერი კომოდი, რომელზეც გაშლილია
მრავალფეროვანი მდიდრული ჩანთები, სამკაულები და სხვა აქსესუარები. პოპ ვარსკვლავის გასახდელში ასევე არის განსაცვიფრებელი თეთრი მარმარილოს ბუხარი თაროებით, რომელზეც მისი "ოსკარი" კიდია და გადატვირთული თეთრი სავარძელი, რომელშიც ასევე ძვირად ღირებული ჩანთები არის განთავსებული.

ერთი კუთხე მზის სათვალეებს აქვს დათმობილი, მეორე კედელზე კი მომღერლის 13 გრემის ჯილდოა გამოტანილი. ლედი გაგამ გასახდელი ოთახიც დაამშვენა კედლებზე ჩამოკიდებული მინიმალისტური ნამუშევრებით, რათა შეექმნა ცოცხალი, მაგრამ დახვეწილი ატმოსფერო.


"ეს არის ჩემი თავშესაფარია... ჩემი მშვიდობის ოაზისი", - განუცხადა მან ჟურნალ ვოგს 2018 წელს თავისი მდიდრული სასახლის შესახებ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები