სანამ პრინცესა გახდებოდა, ქეითი საკმაოდ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა ბევრი ამბობს, რომ ცხოვრების სტილი დიდად არ შეუცვლია და ქეითს ახლაც არ უყვარს ფუფუნება და სიმდიდრე.
როგორ სახლში გაიზარდა ქეით მიდლტონი?
1979 წელს ქეით მიდლტონის მშობლები საცხოვრებლად ბერკშირში გადავიდნენ, ნახევრად კერძო ოთხოთახიან სახლში დიდი ბაღით, რომელიც მათ 34,700 ფუნტ სტერლინგად შეიძინეს. 1995 წელს მათ ეს ქონება 158 000 ფუნტ სტერლინგად გაყიდეს და გარიგებიდან მნიშვნელოვანი მოგებაც დარჩათ, თუმცა, დღეს ამ უძრავი ქონების ფასი 22-ჯერ მეტია მაშინ მიღებულ თანხასთან შედარებით.
ინტერნეტში უელსის პრინცესას
ბავშვობის სახლის ოთახების, მათ შორის -სამზარეულოს ფოტო გამოჩნდა. ოთახი გაფორმებულია თეთრ და შავ ტონებში, მინიმალისტურ სტილში. სუფთა ხაზები, მსუბუქი სამზარეულოს კარადები და კედლები, მუქი მარმარილოსზედაპირები და ჭადრაკის იატაკი სივრცეს თანამედროვეს ხდის.
სად ცხოვრობს ახლა ქეითი ოჯახთან ერთად?
მე-19 საუკუნის სასახლე სოფელ ამნერში წყვილს დედოფალ ელისაბედისგან ერგო, როგორც საქორწილო საჩუქარი. სახლში 10 საძინებელია, სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, კაბინეტი, ორანჟერეა. ეზოში აუზი და კერძო საჩოგბურთო მოედანია. 2015 წლიდან 2017 წლამდე ოჯახი აქ ცხოვრობდა, შემდეგ უინძორის სასახლეში გადაბარგდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქეითი ისევ აქ დაბრუნდა, რადგან მიაჩნია, რომ ამნერი ბავშვებისთვისაც საუკეთესო ადგილია და ამ სიმყუდროვეში თავადაც შესანიშნავად ისვენებს.
აქ ქეითმა სამზარეულო ზუსტად ისე მოაწყო, როგორც მშობლიურ სახლში. იგივე სქემა აირჩია საკუთარი სახლის ინტერიერის გასაფორმებლად, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ჰქონოდა ისეთი მდიდრული დეკორაციები, როგორც სასახლეს შეეფერება.