ჯენიფერს, მიმდინარე განქორწინების ფონზე, უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებითაც შეექმნა პრობლემები. საქმე ის გახლავთ, რომ ვარსკვლავი ვერ ყიდის 68 მილიონი დოლარად შეფასებულ სასახლეს.
ყველამ კარგად იცის, რომ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის წყვილი კიდევ ერთ რთულ ფაზას გადის. წყვილმა, რომელიც განქორწინების პროცესშია, თითქმის დაასრულა გარიგება, რომელიც მათი სახლის 64 მილიონ დოლარად გაყიდვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფასი საწყისი ფასისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუმცა, პოტენციურმა მყიდველებმა ნიუ ჯერსიდან უარი თქვეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მიზეზად ოჯახის წევრის გარდაცვალება დაასახელეს. ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ ოჯახური ტრაგედიის
მიუხედავად, წყვილისთვის, რომელთა სახელები საზოგადოებისთვის უცნობია, სახლის შეძენა ისევ პრიორიტეტულია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯენიფერმა და ბენმა სახლი, რომელსაც ამჟამად 64 მილიონად ყიდიან, 2023 წელს 60,8 მილიონ დოლარად იყიდეს.
ვარსკვლავური წყვილი ბევერლი ჰილზის სასახლეს თავდაპირველად 68 მილიონ დოლარად ყიდდა, მიმდინარე წლის ივლისში. ფართო ტერიტორია მოიცავს ცალკე სასტუმრო პენტჰაუსს, მომვლელის სახლს, ფართო ავტოფარეხს 12 მანქანისთვის და პარკინგს 80 მანქანისთვის. სასახლე ასევე აღჭურვილია სპორტული დარბაზით, კრივის რინგით, სავარჯიშო ოთახით, ბარით და კალათბურთის და პიკლბოლის მოედნებით.