ბლოგერი და მეწარმე ელენა ბლინოვკსაია ამ ეტაპზე საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ოჯახი და ადვოკატები საგადასახადო ორგანოების წინაშე დიდი დავალიანების დაფარვის შესაძლებლობის ძიებას გნაგრძობენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ფულის მიღება ვარსკვლავის საყვარელი სახლიდან გადაწყდა, სახლიდან, რომელსაც ვარსკვლავმა საკუთარი პარიზი უწოდა.
ელენა ბლინოვსკაია ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში განაგრძობს ყოფნას, სადაც 2024 წლის 22 იანვარს გადაიყვანეს. ბლოგერის ადვოკატები მისი გათავისუფლების იმედს არ კარგავენ, მაგრამ ჯერჯერობით იღბალი მათ მხარეზე არ არის. ამ დროისთვის მიღებულია გადაწყვეტილება პატიმრობის ვადის 2025 წლის თებერვლამდე გაგრძელების შესახებ.
"მარათონის დედოფალს" 906 მილიონი რუბლის
ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავის ოჯახმა გადაწყვიტა გასაყიდად გაეტანა მდიდრული სასახლე, რომელსაც ბლინოვსკაიამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი პარიზი უწოდა, თუმცა ამ სახლის გაყიდვიდან აღებული თანხა მხოლოდ ვალის ნაწილს დაფარავს.
ორსართულიანი სახლი ელიტურ კოტეჯში სმდებარეობს სოფელ ისტრასთან ახლოს. სახლი 2018 წელს აშენდა. ელენას პირად ბლოგზე ხშირად იპოვით სწორედ ამ ადგილას გადაღებულ ფოტოებს.
საიდუმლო არ არის, რომ პარიზი ბლინოვსკაიას საყვარელი ქალაქია. ამიტომ, 2021 წელს ამ ადგილზე ეიფელის კოშკის ზუსტი 12-მეტრიანი ასლი დამონტაჟდა. ელენამ და ალექსიმ ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ უმცროსი ქალიშვილი სწორედ მას შემდეგ შეეძინათ, რაც პარიზის სასტუმროში, მთავარი ატრაქციონის ხედით, დაუვიწყარი ვნებიანი ღამე გაატარეს. ოჯახი გოგონას პირველი დაბადების დღის აღნიშვნას საფრანგეთში აპირებდა, მაგრამ პანდემიის გამო გეგმები ჩაიშალა. შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარიზი საკუთარ სახლში, უფრო სწორად - ეზოში შეექმნათ.
- პირადი პარიზი ძალიან კარგად მინაზღაურებს ევროპაში სეირნობის ნაკლებობას, - წერდა ბლინოვსკაია თავის ბლოგში.
ახლა კი ერთდროულად რამდენიმე ვებ გვერდზე დევს გასაყიდი სახლის რეკლამა. ფართობი 1700 კვადრატული მეტრია. სურათებში კარგად ჩანს დიდი მისაღები ოთახი ბუხრით, 6 საძინებელი, 11 სველი წერტილი. სახლს ასევე აქვს დახურული საცურაო აუზი 15/4 მ, ბიბლიოთეკა, საუნა და ჰამამი.
ტერიტორიაზე არის ორი ცალკე სახლი დამხმარეებისთვის და ავტოფარეხი 5 მანქანისთვის.
35 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 750 მილიონ რუბლად იყიდება. აღსანიშნავია, რომ მფლობელებმა უკვე შეამცირეს ფასი - თავდაპირველად ისინი მილიარდს ითხოვდნენ.
თანხის მიღებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სახლს 2023 წლის ზაფხულში დადებული ყადაღა მოეხსნება, რაც სავსებით შესაძლებელია.
ოჯახმა უკვე მოიპოვა 2 უძრავი ქონების გაყიდვის მსგავსი ნებართვა და აღებული თანხა ვალების ნაწილის დასაფარად გამოიყენეს.