ბოულინგის ხეივანი, კინოთეატრი, მარანი, თავლა... - ვარსკვლავების ყველაზე უჩვეულო და მდიდრული სახლები

ცნობილი სახეები ყველაზე ხშირად არიან მილიონობით ადამიანის თვალწინ, პაპარაცები და თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევენ და ფეხდაფეხ დაჰყვებიან, ამიტომ მათთვის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვარსკვლავების სასახლეები და ვილები ხშირად მათი "ციხესიმაგრეა -" მაღალი ღობეებითა და ჭიშკრებთ. თუმცა, ხანდახან ეს ინფორმაციაც ხელმისაწვდომი ხდება ხოლმე საზოგადოებისთვის. მოდით, შევიხედოთ ზოგიერთი ცნობილი ადამიანის სახლში.

მეტ დეიმონი



ჰოლივუდელმა მსახიობმა გადაწყვიტა, არ დაეტოვებინა დიდი ქალაქი და 17 მილიონ დოლარად იყი
და ძვირადღირებული ბინა ბრუკლინში. დეიმონის პენტჰაუსის ფართობი 560 კვადრატული მეტრია. მას აქვს ექვსი საძინებელი, ვრცელი ტერასა და ტროპიკული საშხაპეც კი.


ჯეი ზი და ბიონსე


ცნობილი წყვილი უკვე ფლობს რამდენიმე სახლს, მაგრამ 2017 წელს მათ ლოს ანჯელესში 2019 წლის მდგომარეობით ყველაზე ძვირად ღირებული ქონება შეიძინეს. ვარსკვლავური წყვილის კოლექციის ბოლო სახლი 88 მილიონი დოლარი ღირს. რომელსაც აქვს რვა საძინებელი და თერთმეტი სველი წერტილი, კინოთეატრი, ავტოფარეხი, ოთხი გარე აუზი და სპა-ფიტნეს ცენტრი. სახლის ყველა ფანჯარა ტყვიაგაუმტარია.

ოპრა უინფრი

შოუბიზნესის სამყაროში ყველაზე გავლენიანმა ქალმა თავისთვის უნიკალური სახლი აირჩია გათბობის სისტემიანი სადარბაზოთი, უზარმაზარი აბაზანით, სადაც წყალი ყოველთვის ერთი და იგივე ტემპერატურის არის და ღვინის მარნით 1600 ბოთლისთვის.

ლედი გაგა


ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ მომღერალს რამდენიმე სახლი აქვს, მაგრამ მისი საყვარელი სახლი მალიბუშია. სახლს აქვს ბოულინგის ხეივანი, კინოთეატრი, სპორტული დარბაზი, თავლა რვა ცხენისთვის, ათი აბაზანა, საცურაო აუზი წყნარი ოკეანის ხედით და 800 ბოთლიანი ღვინის მარანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები