ხელოვნური ინტელექტით მართული სახლი, მუსიკალური აუზი, ხელოვნური თოვლი, წარმოუდგენელი ფუფუნება... - როგორ სახლებში ცხოვრობენ ცნობილი მილიარდერები

მდიდრულად, ფუფუნებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც გაგაოცებთ თავისი მოკრძალებით.
ეს მილიარდერები ჟურნალ ფორბსის პირველ გვერდებზე არიან. ნახეთ, როგორ სახლებში ახდენენ ინვესტირებას ყველაზე მდიდარი ადამიანები.

ჯეფ ბეზოსის პენტჰაუსი ნიუ-იორკში


ამაზონის დამფუძნებელმა და ფორბსის  უმდიდრესი ადამიანების სიის ნომერ პირველმა 2019 წელს მეხუთე ავენიუზე ძვირად ღირებული ქონება იყიდა. ეს გახლავთ პენტჰაუსი და ორი მიმდებარე ბინა მედისონ სკვერ პარკის ხედით.

მილიარდერის ახალი შენაძენი 1,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლს აქვს 12 საძინებლი, 5 სველი წერტილი, კერძო ლიფტი, ორი უზარმაზარი ტერასა და თითქმის
560 კვ.მ. ღია ფართი.
ღირებულება: $80 მილიონი


მარკ ცუკერბერგის სახლი კალიფორნიაში

ეს შედარებით პატარა კოტეჯი პალო ალტოში ცუკერბერგმა უკვე მილიარდერმა იყიდა და 2011 წლიდან ოჯახთან ერთად აქ ცხოვრობს.
1866 წელს აშენებულ სახლს მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სახლს აქვს 5 საძინებელი ოთახი, აყვავებული ბაღი, საცურაო აუზი და მყუდრო გარე ტერასა ბუხრით. ინტერიერში დომინირებს ბუნებრივი მასალები და ნაცრისფერი მშვიდი ტონალობა, ავეჯი თეთრ და კრემისფერ ტონებშია.

მარკ ცუკერბერგის სასახლე აღჭურვილია "ჭკვიანი სახლის" სისტემით, ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ სახლი ხმოვანი ან ტექსტური ბრძანებების გამოყენებით. სისტემა დაგეხმარებათ დაგეგმოთ შეხვედრები, ჩართოთ განათება, გაღვიძებთ დილით და გახსენებთ მნიშვნელოვან მოვლენას.
ღირებულება: $7,5 მილიონი

ბილ გეითსის სამფლობელო

მაიკროსოფტის დამფუძნებლის საცხოვრებელი კომპლექსი ვაშინგტონის ტბის პირას ბორცვზე მდებარეობს, სიეტლის მახლობლად და მოიცავს 20000 კვადრატულ ფუტს. სახლში აღსანიშნავია ოთახი ექვსმეტრიანი ჭერით ბატუტზე ხტომისთვის, 6 სამზარეულო სასახლის სხვადასხვა ნაწილში, დიდი ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.

სახლი აღჭურვილია ყველა სახის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით: აუზი აღჭურვილია წყალქვეშა მუსიკალური სისტემით, თითოეულ ოთახში არის დისტანციური მართვის პულტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურისა და განათების კონტროლი. ყველგან განავსებულია კომპიუტერის დისფლეი, რომლითაც შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები, რომლებიც შეინახება ეკრანზე.
ღირებულება: $120 მილიონი


უორენ ბაფეტის სასახლე ომაჰაში, ნებრასკა

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს შეეძლო ჰქონოდა სახლი, რომელიც მას სურდა. მაგრამ წარმატებული ინვესტორი უპირატესობას ანიჭებს სიმარტივეს და უყვარს ცხოვრება ნებრასკაში, სადაც გაიზარდა. მან ეს სახლი 32 ათას დოლარად იყიდა, თუმცა ახლა მისი ფასი საკმაოდ გაიზარდა. სასახლეს აქვს 5 საძინებელი და 3 სველი წერტილი, საერთო ფართი კი დაახლოებით 600 კვადრატული მეტრია.

ღირებულება: $915,000


მუკეშ ამბანის რეზიდენცია მუმბაიში
ბიზნეს მაგნატის, მუკეშ ამბანის, რეზიდენცია მუმბაიში, ბუკინგემის სასახლის შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებად ითვლება. ამ გიგანტურ კოტეჯში 27 სართულია, თუმცა კოშკის საერთო სიმაღლე 60 სართულის არსებობის საშუალებას იძლევა.

ამბანის ოჯახი ზედა ექვს სართულზე ცხოვრობს - სადაც მეტი მზის შუქია. დანარჩენ სართულებზე განთავსებულია უზარმაზარი ავტოსადგომი 168 მანქანისთვის, ტაძარი, სტუმრების ლუქსი, სპა, საცურაო აუზი და კერძოკინოთეატრი 50 ადამიანზე.

სახლში არის სპეციალური ოთახი, სადაც შეგიძლიათ მოერიდოთ გაუსაძლის სიცხეს. სხვათა შორის, აქ ხელოვნური თოვლიც კი მოდის. ამ უჩვეულო შენობის შესანარჩუნებლად 600-კაციანი პერსონალია საჭირო.
ღირებულება: $2 მილიარდი

ოპრა უინფრის სასახლე კოლორადოში

ტელეწამყვანი ოპრა უინფრი სტაბილურად შედის შეერთებული შტატების უმდიდრესი ცნობილი ადამიანების და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მილიარდერების რიგებში. სახლს, რომელიც მდებარეობს ტელურიდში, აქვს დიდი ფანჯრები, მაღალი ჭერი და ქვის უამრავი დეტალი.

სასახლეს აქვს ხუთოთახიანი საუნა, სპორტული დარბაზი და დიდი მარანი. მედია მაგნატის რეზიდენცია აღჭურვილია ჭკვიანი სისტემით, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას აბაზანაში, ეხმარება ბაღის მონიტორინგს და ყვავილების მორწყვის მართვას იPად-ის საშუალებით დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.

ღირებულება: $14 მილიონი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები