მაცივარში პროდუქტებს ავტომატურად ვინახავთ, თუმცა არ ვიცით შეიძლება, თუ არა მათი ასე შენახვა. გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა მაცივარში შენახვა არასასურველია.
საზამთრო (მთელ მდგომარეობაში)
მეცნიერებმა დააზუსტეს, რომ სიცივე საზამთროში ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს. ოთახის ტემპერატურაზე კი პირიქით, მასში შემავალი ბეტა-კაროტინი მრავლდება.
ბაზილიკა
ბაზილიკს ცუდად გადააქვს სიცივე. 4,5 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე ის სწრაფად იცვლის ფერს და ფუჭდება.
კარტოფილი
დაბალ ტემპერატურაზე კარტოფილში შემცველი სახამებელი შაქრად გადაიქცევა. მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა 7-დან 10 გრადუსამდეა. შესანახად სასურველია გრილი სარდაფი.
ხახვი
ხახვმა თავი საღად რომ
შეინახოს, მას ჰაერის კარგი განიავება სჭირდება, რაც მაცივარში შეუძლებელია.
რეკომენდებულია ხახვის ბადეში, ქსოვილის ტომარაში ან სარდაფში შენახვა.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი სხვა მცენარეულ ზეთებთან ერთად დიდიხნით ცივ ადგილას არ უნდა შევინახოთ. მაცივარში ის წრაფად სქელდება და ილექება, იღებს ნაღების კონსისტენციას.
პომიდორი
სარკვირველია, თუმცა ფაქტია: სიცივე პომიდვრის დიდიხნით შენახვას ხელს არ უწყობს, დაბალ ტემპერატურაზე ის სწრაფად ფუჭდება და იცვლის გემოს.
ყავა
ჰაერის მაღალი ტენიანობა სწრაფად აფუჭებს ყავის მარცვლებს და უკარგავს გემოს.
ნიორი
ნიორზე უარყოფითად მოქმედებს, როგორც სიცივე, ისე ზედმეტი სიცხე. შესანახად იდეალური პირობა -15-18 გრადუსია.
ცხარე საწებელი
გიყვართ ცხარე საკვები? მაშინ გამოიღეთ მაცივრიდან თქვენი საყვარელი საწებლები, რადგან ასე წიწაკა დროთაგანმავლობაში კარგავს სიმწარეს.
თაფლი
ნატურალური თაფლი დანამატების გარეშე, თაროზე შეიძლება წლების განმავლობაში შევინახოთ, ის არ კარგავს სარგებელს. დაბალ ტემპერატურაზე თაფლი, რა თქმა უნდა, არ ფუჭდება, მაგრამ კარგავს კონსისტენციას და მაგრდება. ასეთ თაფლს კოვზით ვეღარ მივირთმევთ.