8 რამ, რაც ნიჟარაში არ უნდა ჩარეცხოთ

ეს რვა ტიპის დაბინძურება სანტექნიკოსების „კოშმარული სიზმარია“. თუ მათ ჯერ კიდევ ნიჟარაში რეცხავთ, დროა შეწყვიტოთ.

სახის ნიღაბი
არავითარ შემთხვევაში არ ჩარეცხოთ ნიჟარაში თიხის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები. მისი ნაწილაკები რჩება მილებზე, რაც იმდენად აზიანებს მათ, რომ დროთაგანმავლობაში მათი მთლიანად შეცვლა მოგიხდებათ.

ზეთი და ცხიმი
და მათზე დამზადებული ყველა კოსმეტიკური საშუალება.

აბაზანის ბურთი

აბაზანის ბურთები სანტექნიკის ისეთივე საშიში მტერია, როგორიც სხვა ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სარეცხის ფხვნილის ინგრედიენტს შეიცავს. საკანალიზაციო სისტემაში მოხვედრისას, ის გასივდება, გაჭედავს მილებს და გახეთქავს მათ.

თმა
მილში გაჭედილი თმის
შედეგად წყლის გადინება ფერხდება, შესაბამისად მათზე გროვდება საპონი და ჭუჭყი, ეს კი მთელი სისტემის დაზიანებას გამოიწვევს.

საღებავი

კოსმეტიკური რემონტი გაქვთ? ნუ ჩაასხამთ მორჩენილ საღებავს საკანალიზაციო სისტემაში. ეს საშიში ქმედებაა და ამის გამო შესაძლოა დაგაჯარიმონ კიდეც.

ყავის ნალექი
სამზარეულოს ნიჟარაში ჩაღვრილი ყავის ნალექი შეიძლება შევადაროთ ქვიშას. მისი ნაწილაკები საკნალიზაციო სისტემის სიღმეში წყალთან ერთად არ მიდის, არამედ წყლის მილების კედლებზე პრაქტიკულად სამუდამოდ რჩება.

ცხელი წყალი

გაუფრთხილდით სანიაღვრე სისტემას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს ბინაში პლასტმასის მილებია ჩამონტაჟებული, რადგან ცხელი წყალი დააზიანებს მათ და შესაძლოა მილის გახეთქვაც გამოიწვიოს.

საჭმლის ნარჩენები
გარეცხვამდე ეცადეთ მაქსიმალურად მოასუფთაოთ თეფში, განსაკუთრებით ფაფებისა და ცომეული საკვების მირთმევის შემდეგ. წყალთან შერევისას კერძების ნაწილაკები სივდებიან და მილებს კეტავენ.

კომენტარები

ნია 2018-12-19 04:34
ენა თუ არ იცით, ნუ წერთ, ხალხო, სხვა საქმით დაკავდით!!! ან ვინმეს გაასწორებინეთ ტექსტი!!! „კერძების ნაწილაკები სივდებიან“ რა უბედურებაა? ან „გაუფრთხილდით სანიაღვრე სისტემას“??? :(((
ნანა 2018-10-05 15:01
ყველაფერს საქილიკოდ რატომ ხდით? ეს არის არაჩვეულებრივი რჩევები,რომლებსაც დიდი ხანია ყველას თუ ვერა ნახევარზე მეტს მაინც ვიცავ და სულაც არ არის რთული და საგანგაშო.ნუ შეასრულებთ თუ გეზარებათ,სალანზღავად კი ნუ გახდით.მადლობა ამ რჩევების ავტორს და გვერდზე განმთავსებელს.
ნინო 2018-09-24 16:49
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეე რა სისულელეებს ჯღაბნიიიიიიიიიით. ე.ი. მაცივარში შევინახოთ? თუ პირისკენ გავაქანოთ. აბა, რაღა ჯანდაბად მინდა თუ არც ცხელი წყალი ან ყავის ნალექი არ ჩავუშვი,ან დანარჩენები.
lai 2018-09-16 11:14
aba sufta tefshebs raze gavrecxavt tkuilad?ta uazro temaa,madlobt
ნატალია 2018-09-04 16:48
იქნებ მიგვითითოთ სად გავრეცხოთ ზემოთ ჩამოთვლილი ნარჩენები,

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები