შემწვარი ქათამი ვის არ უყვარს, თუმცა მისი შეწვის მერე ღუმელის გასუფთავება არცთუ მარტივი საქმეა. ჩვენ შევეცდებით ეს საქმე გაგიმარტივოთ.
როგორ და რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს ღუმელი?
ღუმელი თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს, მისი კარი კი - კვირაში ერთხელ მაინც. რაც უფრო მეტი ხნით გადადებთ წმენდის პროცესს, მით რთულად გასაკეთებელი იქნება ეს საქმე.
რატომ უნდა გავწმინდოთ ღუმელი
რაც უფრო მეტი ნამწვი აქვს ღუმელს, მით ცუდად წვავს. Gგარდა ამისა, ნამწვს აქვს თავისებური სუნი და გემო, რომელიც თქვენს კერძზე ძალიან მარტივად გადავა.
როგორ გავწმინდოთ
წყლით სავსე საცხობი ფორმა ან ტაფა შედგითY ანთებულ ღუმელში. დააფიქსირეთ მაქსიმალური ტემპერატურა და დრო 20 წუთი. ორთქლი დაალბობს ცხიმს და მისი მოშორება უფრო ადვილი იქნება.
თუ კეთების პროცესში ღუმელში ცხიმი დაეწვეთა, გამორთვის შემდეგ მაშინვე მოაყარეთ სოდა. სოდა ძალიან კარგად იწოვს ცხიმს.