სამზარეულოს ჭურჭელი სახლში, ალბათ, ყველაზე მყარი და საიმედო ნივთია. მაგრამ დროთა განმავლობაში ის მაინც ტყდება და ფუჭდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას არასწორად ინახავთ.
დანები
ნუ შეინახავთ მათ ცალკე უჯრაში. როცა ისინი ერთმანეთს ეხებიან, მათზე ნაჭდები ჩნდება, თანაც საშიშია, შესაძლოა, მისი აღებისას ხელი გაგეჭრათ.
დანების შესანახად საუკეთესოა ხის სადგამი ან კედელზე მიმაგრებული მაგნიტური ფირფიტა.
ლანგრები
მათ დღემდე მთელ შეკვრად ინახავთ? ასე ხომ ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს და მათი ხელმისაწვდომობაც არაკომფორტულია. ლ
ანგრებისთვის საუკეთესოა მათი ვერტიკალურად შენახვა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უჯრებად დაყოფილი სათავსო ან ფაილების საოფისე განმაცალკევებელი.
სანელებლები
ქილაში მოთავსებული სანელებლები დიდ ადგილს იკავებს ჭურჭლის კარადებსა და თაროებზე. უმჯობესია, სანელებლების შეკვრა ცალკე ყუთში მოათავსოთ და ხშირი მოხმარების ან დანიშნულების მიხედვით დაალაგოთ.
ბოკლები
ბევრი კამათობს იმაზე, თუ როგორ სჯობს კარადაში ბოკლების განლაგება: ფეხით მაღლა თუ დაბლა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მათი ამოტრიალება საჭირო არ არის. დასადგამი ჭიქის ყველაზე მყარი საყრდენია და მისი დაზიანების ნაკლები შანსია. ხოლო თუ ბოკალს თავდაყირა შეინახავთ, მისი თხელი ზედაპირი შესაძლოა დაზიანდეს. დიდხნიანი შენახვის შედეგად, რა თქმა უნდა, ჭიქა დაიმტვერება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მისი ზედა ნაწილი დაიმტვერება, თუ ქვედა, მაინც მთლიანად გიწევთ გარეცხვა.
თუჯის ჭურჭელი
მაშინაც კი, თუ ცდილობთ ერთი ტაფა მეორეში მაქსიმალური სიფრთხილით მოათავსოთ, დროთაგანმავლობაში ისინი იკაწრება და ფუჭდება. პრობლების გადაჭრა ძალიან მარტივია: დაუფინეთ ქაღალდის ხელსახოცი. ასე დაცული იქნება და ერთმანეთს აღარ დაკაწრავენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თუჯი კარგად გამოშრეს, რადგან წვეთი წყალიც კი ჟანგად იქცევა.
წყარო: goodhouse.ru