ალბათ ბევრს შექმნია პრობლემა საღეჭ რეზინთან დაკავშირებით, მისი თმიდან თუ ტანსაცმლიდან მოშორება არც ისე მარტივია.
თმა
თუ საღეჭი რეზინი თმაზე მიგეკროთ, დაგჭირდებათ ცხიმიანი პროდუქტი, მაგალითად მაიონეზი, კარაქი ან ვაზელინი. შეიზილეთ ეს პროდუქტი თმაში, იმ ადგილას, სადაც რეზინი მიგეკროთ და ფრთხილად ეცადეთ მის მოშორებას.
ასევე გამოგადგებათ კოკაკოლა - ჩაასხით სასმელი ჭიქაში და ჩაყავით მასში დაზიანებული თმა 10-15 წუთით, შემდეგ მოიშორეთ რეზინი.
ფეხსაცმელი
ფეხსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოშორების რამდენიმე ეფექტური ხერხი არსებობს.
1. ჩადეთ ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკში და შედეთ საყინულეში ნახევარი საათით, ამის სემდეგ
სცადეთ მისი მოშორება.
2. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კარაქი ან ზეთი.
ტანსაცმელი
თუ საღეჭი რეზინი ტანსაცმელზე მიგეკროთ, ასევე გამოგადგებათ გაყინვის მეთოდი.
ხალიჩა
თუ რეზინი ხალიჩას მიეწება, დააფარეთ დაზიანებულ ადგილს სუფთა ნაჭერი და გადაუსვით ცხელი უთო.
თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, გამოიღეთ საყინულიდან ყინული და ხალიჩას ყინულის აბაზანები გაუკეთეთ, ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.