ფერმერის საიდუმლო, როგორ შევინახოთ მარწყვი, რაც შეიძლება დიდი ხნით

მარწყვის სეზონია და რთულია ვიპოვოთ ისეთი ვინმე, ვისაც ეს ტკბილი და გემრიელი კენკრა არ უყვარს.

მარწყვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, კალიუმით, მანგანუმით, უჯრედისითა და მაგნიუმით.
მას შეუძლია მხედველობის, ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება, ამცირებს სისხლის წნევას, ამცირებს ტკივილს ართრიტის, პოდაგრის დროს. მარწყვი აძლიერებს იმუნურ სისტემასაც.

თუმცა, კენკრის უმრავლესობის მსგავსად, მარწყვიც მალე ფუჭდება. აი, როგორ უნდა მოიქცეთ იმისათვის რომ მისი გემრიელობით, რაც შეიძლება დიდხანს ისიამოვნოთ.

აიღეთ:

თეთრი ძმარი

წყალი

საწური

ძმარი და წყალი შეაზავეთ პროპორციით 1:5. მოათავსეთ კენკრა ნაზავში რამდენიმე წუთით.
შემდეგ გააშრეთ და გადაიტანეთ კონტეინერში.

ძმარი კენკრას ობისა და ბაქტერიებისგან დაიცავს. ასე კენკრა დიდიხნით შენარჩუნდება, როგორც ახალი. ასევე, კონტეინერში მარწყვს ყოველთვის ჩაუფინეთ ქაღალდის რამდენიმე ხელსახოცი.

აი, კიდევ რამდენიმე რჩევა, რომლებიც მარწყვს მალე გაფუჭებისგან დაიცავენ:

- შეინახეთ მარწყვი ყუნწებით მანამ, ვიდრე მიირთმევდეთ;
- გაანთავისუფლეთ ყველა გაფუჭებული კენკრისგან;
- შეინახეთ მარწყვი მშრალ ჰერმეტულ კონტეინერში.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები