რატომ უნდა ჩაყაროთ ნაგვის ურნაში სოდა

სამზარეულო ის ადგილია, სადაც მუდმივად გვაქვს შეხება ნაგავთან და საკვებთან. ნებისმიერი საკვების მომზადებისას გვიგროვდება ნაგავი, ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ დიასასხლისს სამზარეულოში უნდა ჰქონდეს ნაგვის ურნა. ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, ნაგვის ურნა, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში, შეიძლება იქცეს უსიამოვნო სუნის წყაროდ, მიუხედავად იმისა, რამდენად ხშირად გაასუფთავებთ მას. თუმცა გამოსავალი არსებობს და ჩვენ, როგორც ყოველთვის, დაგეხმარებით და გირჩევთ, როგორ აიცილოთ ეს პრობლემა თავიდან. როგორ და ძალიან მარტივად, ამაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი საჭმელი სო
და, რომელიც აბსოლუტურად ყველა ოჯახში მოიძებნება.


თუ ნაგვის ურნას ყოველდღიურად ასუფთავებთ და რეცხავთ თბილი წყლით, უსაიმოვნო სუნის გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე დადის. სოდის დახმარებით კი მოგეცემთ საშუალება ნაგვის გადაყრის დრო ცოტათი მაინც გადაწიოთ.

ერთადერთი, რაც საამისოდ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ აიღოთ სოდა და მოაფრქვიოთ ურნის ძირზე. ასეთი მეთოდი მხოლოდ პლასტმასის ურნების შემთხვევაში არის გამართლებული, მეტალთან სოდის ურთიერთობა აუცილებლად გამოიწვევს კოროზიას. ამ შემთხვევაში ავიღოთ ყავის ფილტრი, ჩავყაროთ მასში სოდა და ისე მოავათავსოთ მეტალის ურნის ძირზე. ასეთ პირობებში ნაგავი რამდენიმე დღეც რომ არ გადაყაროთ, უსიაამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები