ხშირად გაგვიგონია ფრაზა, შენ ხომ არ რეცხავ, მანქანა რეცხავსო, თუმცა საქმე ასე მარტივად როდია.
სანამ სარეცხს მანქანაში შევყრით, ჯერ უნდა დავახარისხოთ, კარგად დავათვალიეროთ, გადავარჩიოთ ფერების მიხედვით. შემდეგ უნდა მოვათავსოთ სარეცხის მანქანაში, გამოვიღოთ და გავფინოთ. ჩამოხსნის შემდეგ გადავარჩიოთ ისევ ნივთები, რომელიც უნდა დავაუთავოთ და რომელსაც არ სჭირდება დაუთოება. დავკეცოთ და შევინახოთ. არც ისე მარტივი პროცესი ყოფილა არა? საკმაო დრო მიაქვს, ჩვენ კი შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელიც ამ პროცესს შედარებით გაგიმარტივებთ და დროსაც დაგაზოგინებთ, რაც დღესდღეობით ყველა დიასახლისისთვის ასე მნიშვნელოვანია.
1. გარეცხილი სარეცხი მანქანაში დიდხანს არ
გააჩეროთ. მაშინვე გამოიღეთ, რომ ძალიან არ დაიკუჭოს, შემდეგ გასწორება ადვილი არ იქნება.
2. სანამ გარეცხილ სარეცხს დაკეცავთ, აუცილებლად დაფერთხეთ, ასე ის უფრო ადვილად გაიშლება და შემდეგ ადვილად დაიკეცება.
3.ყურადღება მიაქციეთ ნაჭერს. თხელი ნაჭრები, როგორიც არის ნეილონი, აბრეშუმი უმჯობესია, გასაშრობად საკიდზე მოათავსოთ. ნაქსოვი ნივთები კი უმჯობესია დადოთ და ისე გაშრეს.
4. ბიუსტჰალტერს ორად მოკეცილს ნუ შეინახავთ, გაშალეთ და ისე შეინახეთ, როგორ მაღაზიაში არის ხოლმე.
5. რაც შეეხება წინდებს, ნუ დაამრგვალებთ მას ერთმანეთში, ჯობს ორად მოკეცოთ და ისე შეინახოთ, რათა არ გაიწელოს.
6. თითოეული ნივთი უნიკალურია, ამიტომ სანამ დაკეცავთ გაითვალისწინეთ, სად ექნება ნაკეცი. მაგალითად შარვლები უმჯობესაი საკიდზე გქონდეთ, ასევე კაბები.
7. რომელიმე ნივთის ზემოდან ჩამოღება გინდათ და ყველაფერი ძირს გიცვივათ. ნაცნობი სიტუაციაა, არა? ჰოდა, მსგავსი პრობლემა რომ არ შეგექმნათ, ჯობს ტანსაცმელი ისეთ სიმაღლეზე შეინახოთ, რომ ერთი ნივთის გადმოღების დროს მეორე ხელი რიგს შეაშველოთ, რათა არ გადმოცვივდეს.