ზოგიერთი სარეცხი და სახეხი საშუალება თაროებზე წლობით ინახება, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს შენახვის და ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული პროდუქცია იმდენად ეფექტური აღარ არის.
ზოგი დიასახლისი დარწმუნებულია, რომ სახეხი და სარეცხი საშუალებების გამოყენება ვადის გასვლის შემდეგაც არის შესაძლებელი და ამით არაფერი დაშავდება.
რეალურად კი ასე არ არის.
ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ყველაზე გავრცელებულ საშუალებებზე, თუ რამდენი ხანია მათი ხმარება უსაფრთხო და ეფექტური.
სარეცხის ფხვნილი
შეფუთვის გახსნიდან ნახევარი წლის შემდეგ ფხვნილი იწყებს გაფუჭებას, შეფუთულ მდგომ
არეობაში მისი შენახვა კი 9-12 თვეა რეკომენდებული.
სარეცხი კაფსულები
მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ კაფსულებს არ აქვს შენახვის ვადა, ის არასდროს ფუჭდება, თუმცა არც მათ შენახვას გირჩევთ 15 თვეზე მეტი ვადით.
სარეცხის კონდიციონერი
6-12 თვის შემდეგ ეს საშუალება იწყებს გაფუჭებას. გაუხსნელ მგდომარეობაში მისი შენახვა 2-3 წელი შეგიძლიათ. გამოყენების წინ კონდიციონერი ყოველთვის შეანჯღრიეთ.
სარეცხი სოდა
არ აქვს შენახვის ვადა.
სურნელოვანი ხელსახოცები
არ ფუჭდება, თუმცა შეფუთვის გახსნის შემდეგ სუნი ძალიან მალე გასდის.
მათეთრებელი
ეს საშუალება ვარგისია გამოშვებიდან ერთი წელი. გახსნიდან 6 თვის შემდეგ ის კარგავს ეფექტურობას. ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია, თუმცა უნდა გამოიყენოთ მეტი დოზით, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
საჭმელი სოდა
არ გირჩევთ სოდის 6-12 თვეზე მეტი ვადით შენახვას გახსნილ მდგომარეობაში.
ძმარი
არ ფუჭდება, არ აქვს შენახვის ვადა.
წყალბადის ზეჟანგი
ინახება 30-45 დღე. უნდა ინახებოდეს გრილ ბნელ ადგილას. გაუხსნელ მდგომარეობაში მისი შენახვა 3 წელია შესაძლებელი.
ავეჯის საპრიალებელი
მისი შენახვის ვადა დაახლოებით 2 წელია.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალება
ინახება 6-12 თვე. ნახევარი წლის შემდეგ ის კარგავს ეფექტურობას.
მინის საწმენდი