8 პროდუქტი, რომელსაც არასწორად მოვიხმართ


სამყარო დღით იდღე ვითარდება და ადამიანსაც სულ მეტი ინფორმაცია აქვს ამა თუ იმ ნივთსა თუ პროდუქტზე. მეცნიერები და დიეტოლოგები საამისოდ ძალებს არ იშურებენ და სულ უფრო მეტ საინტერესო და ახალ დეტალებს გვაცნობენ.
დეტალურად სწავლობენ ამა თუ იმ პროდუქტის დადებით და უარყოფით მხარეებს და მათი მოხმარების წესებს, შედეგად, ძალიან ბევრი მითი დაიმსხვრა და საყოველთაოდ მიღებული ამ თუ იმ პრიოდუქტის მოხმარების წესები შეიცვალა.
აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ბევრ რამეს არასწორად მივირთმევთ და ამით ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ თანამედროვე მეცნიერების
დასკვნები. საბოლოო ანალიზის გაკეთება მკითხველისთვის მიგვინდია.

1. კარტოფილი



ყველამ კარგად ვიცით, რომ შემწვარი კარტოფილი ჯანმრთელობისთვის aარც ისე სასარგებლოა, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ჩვენ რჩევებს და კარტოფილის შერჩევის დროს უპირატესობა არა თეთრ ჯიშს, არამედ იასამნისფერს მიანიჭებთ, ეს ჯიში ბევრად სასარგებლოა და შემწვარიც არც ისეთი მავნებელია.

2.  სტაფილო



ბოსტნეულის თერმული დამუშავება მასში შემავალი ვიტამინების დაღუპვას იწვევს, რაც მას სასარგებლო თვისებებს, რა თქმა უნდა, უკარგავს.
მეცნიერებმა მიაგნეს გამოსავალს და ამტკიცებენ, რომ თუ კანგაცლილ მთლიან სტაფილოს მთლიანად ჩაუშვებთ ადუღებულ წყალში და არ დაჭრით, ის სასარგებლო თვისებებს აღარ დაკარგავს.

3. ჩაი


ჩაი ბევრ ადამიანს უყვარს და ვიცით, რომ ის ძალიან სასარგებლოა და ადამიანს ძალების აღდგენაში ეხმარებს, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატებით ამ სასმელს სასარგებლო თვისებები შეიძლება დავუკარგოთ. ეს ინგრედიენტი, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, რძეა. ამიტომ ჩაის ინგლისური წესით მირთმევაზე უმჯობესია უარი თქვათ.

4. ნიორი



ნიორი რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ოდითგანვე ცნობილია, თუმცა არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომელიც მის ამ სასარგბელო თვისებას გააორმაგებს, ჯერ ერთი, რომ ნიორი უმჯობესია დაიჭლიტოს და არა დაიჭრას და მეორე, დაჭყლეტის შემდეგ, სანამ მას კერძში მოვათავსებთ, კარგი იქნება, თუ რამდენიმე წუთით ჰაერზე გავაჩერებთ.

5. სალათის სანელებელი



ბევრი დიასახლისი სალათში მაიონეზის მაგივრად სპეციალურ სალათის სანელებელს იყენებს, რადგან ის ვითომ ნაკლებად კალორიულია, თუმცა უცხიმო ყოველთვის სასარგებლოს როდი ნიშნავს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ცხიმიანი სანალებელი ბევრად სასარგებლოა, ვიდრე უცხიმო. სანალებელში Sშემავალი ცხიმი უფრო კარგად ითავსებს ვიტამინებს და სალათს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის.

6. მსხალი და ვაშლი



ყველასთვის საყვარელი ხილის ეს სახეობებიც თურმე ყურადღებით უნდა მოვიხმაროთ და კარგად უნდა შეავრჩიოთ. კარგად უნდა დავუკვირდეთ, რამდენად მწიფეა პროდუქტი. მკვახე, რა თქმა უნდა, არაფერი ვარგა, მაგრამ გადამწიფებული ხილიც არ არის სასარგებლო, ამიტომ ოქროს შუალედის დაცვაც აუცილებელია.

7. ბროკოლი



ბროკოლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელში შემავალი ვიტამინებიც ძალიან ეფექტურად ებრძვის სიმსივნეს. ორთქლზე მომზადებული ეს ბოსტნეული სასარგებლო თვისებებს თითქმის არ კარგავს, სასარგებლო ეფექტი კი ერთიორად გაიზრდება, თუ მას ცხარე კერძში გამოვიყენებთ.

8. მდოგვი



მდოგვს სასარგებლო ეფექტს ნატურალური საღებავი კურკუმინი ანიჭებს, რომელიც მას ასეთ ლამაზ ფერს ანიჭებს. ამ კომპონენტის მთავარი წყარო კურკუმას ფესვია. კურკუმინი ეფექტურად ებრძვის ისეთ ვერაგ დაავადებას, როგორიც არის სიმსივნე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები