7 პროდუქტი, რომლის გაცხელებაც არ შეიძლება


არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელიც მხოლოდ ახალდმომზადებული უნდა მიირთვათ. მათი გაზქურაზე ან მიკროტალღურში ხელახლა გაცხელება არ შეიძლება, თუმცა ეს ყველა დიასახლისმა როდი იცის. შემოგთავაზებთ ამ პროდუქტების ჩამონათვალს.

1. ქათამი



ქათამი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უკვე მომზადებული და შემდეგ გაცხელებული ქათამი კარგავს სასარგებლო თვისებებს, მასში შემავალი ცილა იცვლის სტრუქტურას, რაც სულაც არ არის კარგი ადამიანის ორგანიზმისთვის.

2. ნიორი



მართალია, ნიორს, როგორც ცალკე კერძს, თითქმის არავინ მიირთმევს, ის ძირითადად კერძის შესანელებელი მასალაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა იცოდეთ, რომ გაცხელებული
ნიორი კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას, ამიტომ ჯობს, ის უკვე ბოლოს ჩააჭრათ მომზადებულ კერძს და აღარ ადუღოთ.

3. სოკო



ისევე, როგორ ქათამი, სოკოც ცილის ერთ-ერთი ძვირფასი წყაროა. სწორედ ეს ხდის ამ ორ პროდუქტს ადამიანის ორგანიზმისთვის ცოტა რთულად ასათვისებელს. სოკო ასევე ბევრ პროტეინს შეიცავს რაც მას კიდევ უფრო სასარგელოს ხდის, თუმცა გაცხელებული სოსო ამ სასარგებლო თვისებებს თითქმის სრულად კარგავს.
საერთოდ, სოკო უმჯობესია დამარინადებული გამოიყენოთ ცივ კერძებსა და სალათებში.

4. კვერცხი



კვერცხი ძალან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტია, თუმცა უკვე მომზადებულს თუ გააცხელებთ, აბსოლუტურად კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას.

5. ფოთლოვანი ბოსტნეული და ჭარხალი


ბოსტნეული უამრავ მინერალს შეიცავს, თუმც თერმული დამუშავების შედეგად თითქმის ყველა ვიტამინი კვდება.

6. ბრინჯი


ბრინჯი მინერალებითა და ვიტამინებით სავსე ბურღულეულია, თუმცა მასში ბაქტერიებიც ძალიან სწრაფად მრავლდება, ამიტომ უმჯობესია ბრინჯი ისე მოამზადოთ, რომ მაშინვე მიირთვათ და მისი გაცხელება და შენახვა არ მოგიწიოთ.

7. კარტოფილი



მომზადებული კარტოფილის ხელახლა გაცხელებას მივყავართ იქამდე, რომ მასში შემავალი სახამებელი კარგავს სასარგებლო თვისებებს და ნეგატიურ პროდუქტად ყალიბდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები