ექსპლუატაციის შედეგად გაზქურის ღუმელის მინის კარზე ცხიმის ლაქები იბუდებს, რომლის მოშორებაც მარტივი საქმე ნამდვილად არ არის.
რაც დრო გადის ცხიმის მოშორება რთული ხდება, ქალბატონები უამრავ საშუალებას მიმართავენ, იქნება ეს ქიმიური ხსნარები თუ ბებიების დროინდელი რეცეპტები, თუმცა საბოლოოდ შედეგი არცთუ სახარბიელოა.
ჩვენ კი შემოგთავაზებთ მეთოდს, რომელიც მართლაც გაგაოცებთ შედეგით და რაც მთავარია, უმარტივესია.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდი სულ რაღაც 10 წუთს წაგართმევთ და დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი საშუალება, სპირტის შემცველი ხელის ანტისეპტიკი.
ეს მეთოდი ასევე ძალიან ეფექტურია მიკროტალღური ღუმელის, ასევე გამწოვის თავის
ანტისეპტიკი თანაბრად გადაანაწილეთ ცხიმიან ზედაპირზე და გააჩერეთ დაახლოებიტ ერთი წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ ზედაპირი ბამბის დისკით ან რბილი ნაჭრით კარგად გაასუფთავეთ. საქმე ის არის, რომ ანტისეპტიკი ძალიან კარგად უმკლავდება ჩამჯდარ ცხიმსაც კი.
ცხიმს ის ფაქტობრივად მომენტალურად ებრძვის. წმენდის მთელი პროცესი მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ