მცენარეული ზეთი, მარილი და პილპილი _ რატომ უნდა დავამატოთ სარეცხის რეცხვის დროს


გიცდიათ ოდსმე რეცხვის დროს ამ სანელებლების დამატება? ეს მეთოდი მოძველებულად მოგეჩვენებათ თუმცა, დაგვერწმუნეთ, თანამედროვე სარეცხის ფხვნილებთან ტანდემშიც ნმშვენივრად მუშაობს.
გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს, რომელთა ეფექტურობაშიც, ცდის შემთხვევაში, თავად დარწმუნდებით.

შავი პილპილი ქსოვილს ფერს უნარჩუნებს

რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ რეცხვის შედეგად ჩვენი სამოსი არ გახუნდეს?
ერთი ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი ჩაამატეთ გავლების განყოფილებაში და ჩართეთ ცივი წყლით რეცხვაზე. რეცხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ქსოვილს უფრო ხასხასა ფერი აქვს.

მცენარეული ზეთი აქრობს უსიამოვნი სუნს და არბილებს ქსოვილს

ძალიან ბევრი დიასახლისი ერთი წლის
შემდეგ თავიდან იშორებს სამზარეულოს ტილოებს, რადგან ის კარგავს პირვანდელ სახეს და სპეციფიური სუნიც აქვს, თუმცა სანამ ასე მოიქცევთ სცადეთ და ჯერ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი სცადეთ.

რეცხვის დროს ფხვნილს დაუმატთ მცენარეული ზეთი და ტილოები ისე გარეცხეთ. შედეგის განსაზღვრა თქვენთვის მოგვინდია.
თუ ხარშავთ მოამზადეთ შემდეგი სახის ხსნარი, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ სარეცხის საპონი, სოდა და მცენარეული ზეთი. დაახლოებით 8 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 20 გრამამდე სოდა, გახეხილი საპონი. კარგად აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და ჩაალბეთ ტილოები. შუნის და ლაქების მოსაშორებლად დაგჭირებათ ჩალბობა 8-10 საათის განმავლობაში, პერიოდულად უნდა მოურიოთ, შემდეგ ამოწუროთ და გარეცხოთ სარეცხის მანქანში.

მარილი აღადგენს ფერს და აშორებს ლაქებს

მარილი თითქმის იგივე ფუნქციას ასრულებს რეცხვის დროს რასაც შავი პილპილი. დაამატეთ ერთი სადილის კოვზი სოდა ფხვნილს და ისე გარეცხეთ სარეცხი. ასეთი რეცხვის შედეგად ქსოვილი ბევრად ეფექტურად გამოიყურება.

მარილი ეფექტურად ებრძვის ოფლის ყვითელ ლაქებს, სისხლს, ხოლო ლიმონის წვენს თუ შეურევთ შეგიძლიათ ქსოვილს ჟანგიც კი მოაშოროთ.
სისხლის ლაქის ამოსაყვანად უმჯობესის გასარეცხად ცივი წყალი გამოიყენოთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები