რატომ უნდა შეაგდოთ სარეცხთან ერთად სველი ხელსახოცი


თითოეულ ჩვენგანს აქვს სახლში სარეცხის მანქან, რომელიც მართლაც რომ საოცრად გვიმსუბუქებს შრომას, თუმცა იდეალურ შედეგს მაინც ვერ იძლევა.
ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმე საჭირო რჩევას, რომელიც სამომავლოდ საქმეს შეგიმსუბუქებთ.

1. აშორებს ზედმეტ ნაწილაკებს



რომელი რეჟიმიც უნდა შეარჩიოთ მაინც ვერ შეძლებთ ქსოვილიდან ყველა ნაწილაკის მოშორებას. თუ ამას მშრალ ქსოვილზე არ გააკეთებთ სველიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.



იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი შრომა ამის გასაკეთებლად გირჩევთ სველი ხელსახოცი გამოიყენოთ. საკმარისია რეცხვის დროს ჭყუჭყიან სარეცხთან ერთად მანქანში რამდენიმე სველი ხელსახოცი მოათავსოთ და ეს რობლემა აღარ შეგაწუხებთ.
ტრიალის დროს ზედმეტი ნაწილაკები, იქნება ეს თმა თუ ცხოველის ბეწვი, ამ ხელსახოცზე დარჩება და ქსოვილი აბსოლუტურად სუფთა იქნება.

2. როგორ შევარჩიოთ ხელსახოცი



ძირითადად ეს ხელსახოცები ერთნაირია, თუმცა რამდენიმე განსხვავება მაინც არსებობს. მაგალითად იაფფასიანი ხელსახოცი არ გამოგადგებათ, რადგან ის ძალიან თხელია და ტრიალის დროს შესაძლოა დაიხეს. ასევე არ უნდა იყოს მკვეთრი სუნის მქონე ხელსახოცი, რათა სუნი ქსოვილს არ გადადოს.

3.კიდევ რისი შეგდება შეიძლება სარეცხის მანქანში


რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შესაძლოა მოათავსოთ ასევე რამდენიმე ტაბლეტი ასპირინი.
ეს მეთოდი სიქათქათეს დაუბრუნებს მოძველებულ ქსოვილსაც კი.



თუ თქვენს მანქანას აქვს შრობის ფუნქცია ამ რეჟიმზე შეგიძლიათ მოათავსოთ რამდენიმე ცალი ყინულის ნატეხი. ის ხელს შეუწყობს ქსოვილს, რომ ზედმეტად არ დაიკუჭოს.



ფოლგის ბურთულა კი თქვენ ტანსაცმელს ეფექტურად განმუხტავს და ის აღარ მიგეკრობათ.

ამ ხრიკების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის ძალიან მარტივი შესასრულებელია და ეფექტურობითაც გამოირჩევა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები