მოწესრიგებული სახლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე – 8 საჭირო რჩევა


როდესაც სტუმარი თითქმის თქვენი კარის ზღურბლთან დგას, თქვენ კი მოუმზადებელი ხართ, სახლი თავდაყირაა. რა შეიძლება მოიმოქმედოთ?

1. გაანიავეთ ოთახი



პირველ რიგში, რაც დაულაგებელ სახლს გასცემს გასანიავებელი ოთახებია, ამიტომ, სანამ მტვერსასრუტს და ტილოს მოიმარჯვებთ გამოყავით ორი წუთი და ყველა ოთახი კარგად გაანიავეთ.

2. გამოიყენეთ მიკროფიბრის ტილოები



დალაგების დროს უპირატესობა ყოველთვის მიკროფიბრის ტილოებს მიანიჭეთ. დაგვერწმუნეთ, ამ ტილოებს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს.

3. ფანჯრის რაფები და კარადების ზედაპირი ცარიელი დატოვეთ



დალაგებული სახლის ეფექტის შესაქმნელად ყველაზე მარტივი ხერხი თავისუფალი ფანჯრის რაფები და ავეჯის
ზედაპირებია. ეცადეთ სამზარეულოს ზედაპირი, ჟურნალის მაგიდა ყოველთვის თავისუფალი იყოს, რათა სახლში ქაოსი არ იგრძნობოდეს.

4. შექმენით ერთი იდეალური ზონა



თუ ხშირად ხართ გაუთვალისწინებელი სიტუაციების ტყვე და ხშირია შემთხვევები, როდესც სტუმრები მოულოდნელად გეწვევიან ხოლმე, უხერხულ მდგომარეობში რომ არ აღმოჩნდეთ გამოყავით ზონა, რომელიც ყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ და ის სპეციალურად სტუმრების მისაღებად გექნებათ განკუთვნილი.

5. შორიდან შეაფასეთ ოთახის მდგომარეობა



თუ სტუმრების მოსვლამე სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი და ვერაფრის გაკეთებას ვერ ასწრებთ მიმართეთ ექსპრეს მეთოდს - დადექით მისაღები ოთახის კარში და ისე მოავლეთ ოთახს თვალი შორიდან, რაც ყველაზე ძალიან მოგხვდებათ თვალში სწორედ ის მიალაგეთ.

6. ეცადეთ, რომ სამზარეულოში კარგი სურნელი იყოს



მეგობრული თავშეყრის ადგილი ძალიან ხშირად სამზარეულო არის ხოლმე, ამიტომ ეცადეთ რომ სახლის ამ ნაწილში არა შემწვარი ხორცის ან თევზის სუნი ტრიალებდეს, არამედ სასიამოვნო არომატი, იქნება ეს ციტრუსის თუ სხვა მცენარის.

7. ნუ დახარჯავთ დროს წვრილმან დეტალებზე



თქვენთან სტუმრები მოდიან და არა რევიზია, ნუ გგონიათ, რომ ვინმე თეთრი ხელთათმანებით სახლის კუთხეების შემოწმებას დაიწყებს. ამიტომ ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას წვრილმანებზე.

8. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თქვენი სახლია



არეული სახლი არავის სიამოვნებს და სტუმრების მიღებოს დროს რა თქმა უნდა, უმჯობესია ყველაფერი მოწესრიგებული იყოს, თუმცა იდეალურ წესრიგს თქვენგან არავინ ითხოვს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თქვნი პირადი სივრცეა და აქეთ-იქით მიგდებული რამდენმე წიგნი თუ ნივთი ნამდვილად ვეღავ დაურღვევს ვინმეს სიმყუდროვეს. მთავარია, ჭუჭყიანმა ნივთებმა არ შეგაწუხოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები