რა უნდა გაწმინდოთ სახლში კვირაში ერთხელ და რა - ყოველდღე

ზოგიერი დიასახლისი ყოველდღიურად აპრიალებს სახლში ყოველგვარ ზედაპირს იმ მოტივით, რომ სადაც ჭუჭყია, იქ მიკრობებია და მათთან ბრძოლაა საჭირო. დიასახლისთა მეორე კატეგორია კი მიიჩნევს, რომ მიკრობებს ბოლომდე მაინც ვერ გავანადგურებთ და ამიტომ გამუდმებით ტილოთი ხელში სირბილს აზრი არა აქვს და ამაში ამდენი დროის დაკარგვა არ ღირს. სინამდვილეში სად არის ოპტიმალური გამოსავალი? გთავაზობთდალაგების ერთგვარ გრაფიკს, სადაც გირჩევთ, თუ რისი რეცხვაა აუცილებელი სახლში ყოველდღიურად, რათა ოჯახის წევრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

დალაგების გეგმა ყოველდღიურად
ყველა სახლშია პრობლემური ადგილები, რომლებსაც ყოველდღიურად სჭირდებათ საფუძვლიანი დალაგება.
ამას შეიძლება 5-10 წუთზე მეტი დრო არ დასჭირდეს, სამაგიეროდ ინფექციების გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

საჭრელი დაფა
ყველაზე პრაქტიკული პლასტმასის და მინის საჭრელი დაფებია. მათი რეცხვა ყოველდღიურად აუცილებელია. საპნიანი ღრუბლის გადასმის შემდეგ, კარგად უნდა ცამორეცხოთ და უკეთესია, თუ დამდუღრავთ კიდეც. თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანით სარგებლობთ, საჭრელი დაფა იქაც ყოველდღე მოათავსეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ უმი ხორცის დასამუსავებლად ცალკე დაფა იქონიოთ.



შინაურ ცხოველთა კონტეინერები
ოთხფეხა მეგობრისთვის პატრონს საკვების მიწოდება არასდროს ავიწყდება, მაგრამ საკვებ კონტეინერებს ხშირად არ რეცხავენ. რაც არ უნდა სუფტად გამოიყირებოდეს კონტეინერი, მასზე უამრავი მიკრობი ვრცელდება, მათ შორის ეშირიხია კოლი და სტაფილოკოკის ჩხირები, რომლებიც ცხოველისთვისაც საშიშია და ადამიანისთვისაც. ყოველდღე დარეცხეთ ცხოველების ჭურჭელი ისევე, როგორც საკუთარს რეცხავთ.

სამზარეულოს ნიჟარა
სამზარეულოს ნიჟარა პათოგენების ნამდვილი ბუდეა. ნესტიანი გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ბაქტერიების, ობის და სოკოს გამრავლების პირობებს. როგორ შევინარჩუნოთ სისუთავე? ჭურჭლის ყოველი გარეცხვის შემდეგ გაათავისუფლეთ ნიჟარა საკვების ნარჩენებისგან. დღეში 2-ჯერ-3-ჯერ მოავლეთ ნიჟარას მდუღარე წყალი. მისი გახეხვა სახლის დალაგების ყოველდღიურ წესაც აქციეთ.

ჭურჭლის ტილო
თუ სამზარეულოში ერთი და იმავე ტილოთი იმშრალებთ ხელს და ზედაპირზეც უსვამთ, ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა სალმონელა, ნაწლავის ჩხილი და ეშირია კოლი, შეიძლება ქსოვილიდან ჭურჭელზე ან ხილ-ბოსტნეულზეც გავრცელდეს. ნესტი მიკრობებისთვის იდეალური გარემოა, შესაბამისადმ სველი პირსახოცი მიკროორგანიზმებსაც იზიდავს. რისკი რომ მინიმუმამდე შეამციროთ, ხელისთვის, ჭურჭლისთვის და ზედაპიროებისთვის სხვადასხვა ტილო იხმარეთ. ჭურჭლის ტილო ყოველდღე შეცვალეთ. სამზარეულოს ყველა ხელსახოცი მაქსიმალურ ტემპარატურაზე გარეცხეთ და შემდეგ ცხელი უთოთი გააუთოვეთ.

გენერალური დალაგება კვირაში ერთხელ
სახლის ტელეფონი, ტელევიზორის პულტი რეგულარულად უნდა წმინდოთ და სადენზიფექციო ხსნარით დაამუშავოთ.


კარის სახელურები
სახელურებს მობინადრეები დღეში რამდენიმე ათეულჯერ ეხებიან, ამით ბაქტერიები მთელ სახლში ვრცელდება. ამიტომ ყოველკვირა საჭიროა მათი საპნიანი წყლით წმენდა. თუ ოჯახში ვინმე ავადაა, ამის გაკეთება ყოველდღიურად მოგიწევთ. შეგიძლიათ სადეზინფექციო სითხეც გამოიყენოთ.

აბაზანის ონკანები
კვირაში ორჯერ მაინც ონკანები საპნიანი ღრუბლით გაწმინდეთ, იგივე რეკომენდაცია ეხება ჩამრთველ ღილაკებს.




დივანი
მთავარი წესი: ნუ წაახალისებთ ოჯახის წევრებს, რომ მაინცდამაინც დივანზე მიირთვან. კვირაში ერთხელ მტვერსასრუტით გაწმინდეთ რბილი ავეჯი, თუ შალითები ეხსნება, ისინი თვეში 2-ჯერ-3-ჯერ გარეცხეთ.

ლოგინის თეთრეული
მტვრის ტკიპა ალერგიის ყველაზე ხშირი მიზეზია, ლოგინის თეთრეული კი მათთვის იდეალური გარემოა. თუ ისინი მუდმივად დაიბენე ბინას ჩვენს თეთრეულში, მოზრდილ ასაკშიც კი გამოიწვევენ ალერგიულ ფონს. თეთრეულის რეცხვა კვირაში ერთხელაა საჭირო მაქსიმალურ ტემპერატურაზე. 2-3 კვირასი ერთხელ უნდ აგარეცხოთ ლოგინის გადასაფარებლები, პლედები, ბალიშების დეკორატიული შალითები.



პულტი
პულტი სველი ხელსახოცით წესით ყოველ მეორე-მესამე  დღეს უნდა გაწმინდოთ, თუმცა დღევანდელი ეპიდემიის პირობებშ ეს რეკომენდაცია ყოველდღიურ რჟიმშია მოწოდებული.

ჩამრთველები
მათ ისევე ხშირად ვეხებით, როგორც კარის სახელურებს. კვირაში ერთხელ თბილი საპნიანი წყლით გაწმინდეთ, შემომსასვლელში მდებარე ჩამრთველი კი - ყოველდღიურად. ვირუსების გავრცელების სეზონზე კი შეგიძიათ დეზინფექტორიც დღეში რამდენჯერმეც მიასხუროთ.

კომენტარის დამატება