თამბაქოს სუნი არა მარტო მწეველ ადამიანებს უქმნის დისკომფორტს, არამედ მწეველი ადამიანის ოჯახის სხვა წევრებსაც. თამბაქოს სუნს აქვს თავისებურება ღრმად ჩაჯდეს ტანსაცმელსა თუ სხვა ნივთებში და საფუძვლიანად გაიჟღინთოს. თუმცა, ალბათ დარწმუნდით, რომ ჩვენთან ერთად გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და ამჯერადაც შევეცდებით დაგეხმაროთ რამდენიმე საინტერესო და აპრობირებული, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, ეფექტური რჩევით.
როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი საყვარელი სამოსი სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი?
ნათქვამია, თუ მოწევა გიყვარს, ტანსაცმლის რეცხვაც უნდა გიყვარდესო. ეს სამწუხარო რეალობაა. მწეველ ადამიანს საყვარელი სამოსის გარეცხვა იმაზე ხშირად უხდება, ვიდრე არამწეველს.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმჯობესია სარეცხი გააშროთ არა დახურულ სივრცეში, არამედ სუფთა ჰაერზე და რაც შეიძლება დიდხანს. ეს მეთოდი აუცილებლად დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
არსებობს კიდევ რამდენიმე ხერხი
1. გამოიყენეთ პარფიუმი
სიგარეტის სუნის მოსაშორებელი ყველაზე სწრაფი და მარტივი ხერხი პარფიუმია. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, გადაჭარბებული რაოდენობის სუნამო აუტანელი იქნება როგორც თავად მწეველისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. ასევე კარგად დაიმახსოვრეთ, სუნამო თამბაქოს სუნს მხოლოდ დროებით ნიღბავს და არა ანადგურებს.
2. ძმარი ტყავის ნაწარმისთვის
ტყავიდან სუნის მოცილება ბევრად რთულია, ვიდრე მაგალითად მაისურიდან. თუ შეატყვეთ, რომ თქვენი საყარელი ტყავის ქურთუკი სიგარეტის სუნით გაიჟღინთა, დასახმარებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივ თეთრ ძმარს მიმართოთ. დაასველეთ ბამბა და გაწმინდეთ ტყავი. თუ ძმრის სუნი ძალიან დარჩა ქურთუკზე, შეგიძლიათ საპნიანი წყლით გაასუფთავოთ.
3. ქიმწმენდა
ეს ყველაზე ძვირად ღირებული და ეფექტური მეთოდია. თუ სხვა საშუალებებმა არ გაამართლა, ბოლოს შეგიძიათ ამ ხერხს მიმართოთ, ეს უფრო ტყავის ქირთუკებს და ქურქებს ეხება, რადგან ეს ნაწარმი უფრო ადვილად იჟღინთება ამა თუ იმ სუნებით.