6 ტრენდი სამზარეულოში, რომელიც ლამაზია, თუმცა არაპრაქტიკული


ჟურნალში ან ტელევიზიით ნანახი ლამაზი სამზარეულო სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეალურადაც ისეთი წარმტაცი იქნება და პრაქტიკული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

1. დაბურული ფასადი


დაბურულ და პრიალა ფასადს შორის არჩევანის გაკეთების დროს დიზაინერები ყოველთვის დაბურულს გირჩევენ, რადგან ის ბევრად რაქტიკულია და თან თანამედროვე. დაბურული ფასადი + ღია ფერები = პრაქტიკულ სამზარეულოს.

2. სამუშაო ზონა და ბუნებრივი ქვა



ბუნებრივ ქვას სამზარეულოშო ბევრი დიასახლისი ანიჭებს უპირატესობას და ეს გასაგებიც არის, რადგან ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივ ქვას, მით უმეტეს,
თეთრსა და პრიალას, აქვს უნარი შეიწოვოს ცხიმი და სხვა სახის ჭუჭყი, რომლის გაწმენდაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ ქურასთან ახლოს ხელოვნური ქვა, აკრილი, ან მდფ გამოიყენოთ, რომელიც მარტივად იწმინდება.

3. მინის წინსაფარი



მინის წინსაფარი სამზარეულოში, მით უმეტეს მცირეგაბარიტიანში, ძალიან ეფექტურად გამოიყურება, ის სივრცესაც ადიდებს ვიზუალურად და ლამაზიც არის, თუმცა პრაქტიკულობის თვალსაზირისთ, სისუფთავის დაცვის კუთხით ნამდვილად არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. სამზარეულოს წინსაფრისთვის ყოველთვის კერამიკული ფილების გამოყენება ჯობია.

4. შავ ფერის ნიჟარა და შემრევი


ესეც ის შემთხვევაა, როდესაც დიასახლისს არჩევნის გაკეთება მოუწევს ეფექტურსა და პრაქტიკულს შორის. ჩენს პირობებში, წყლის ტიპიდან გამომდინარე, შემრევს უჩნდება ნალექი, რაც შავ ფერზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა. მისი გაწმენდა მარტივი ნამდვილად არ არის და ისიც გასათვალისწინებელია, რომ გაწმენდა ყოველდღიურად დაგჭირდებათ. ერთი სიტყვით, შავი ფერის ნიჟარა და შემრევი იდეალურად სუფთა ვერასდროს გექნებათ, თუ მზად ხართ შეეგუოთ ამ მოცემულობას მაშინ შეგიძლიათ არჩევანი შავი ფერის სასარგებლოდ გააკეთოთ, თუ არადა უპირატესობა ჩვეულებრივ, სტანდარტულ ნიჟარას და ონკანს უნდა მიანიჭოთ.

5. კარის გარეშე


თანამედროვე ბინები ხშიად გახსნილი, კარების გარეშეა და ერთი შეხედვით ბევრად მომგებიანად გამოიყურება სახლი ზედმეტი ტიხრების გარეშე, თუმცა გვინდა დაგარწმუნოთ, რომ კარს აქვს თავისი დანიშნულება. თუ ამის საშუალება არის, გირჩევთ კარზე უარი არ თქვათ, ეს ბევრად პრაქტიკულია ხმის და თუნდაც თბოიზოლაციის კუთხით.

6. ღია შესანახი სისტემა


ღია თაროები სამზარეულოში ერთ-ერთი სადაო საკითხია. ერთის მხრივ ღია თაროები ბევრად ჰაეროვნად და მსუბუქად გამოიყურება, თუმცა მეორეს მხრივ ის ძალიან არაპრაქტიკულია, მტვრის ბუდეა და დიასახლისებისთვის ნამდვილად ზედმეტი თავსატეხია. ასე რომ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ, როგორი თაროები უნდა შეარჩიოთ, კარგად დაფიქრდით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები