ქაღალდის ხელსახოცი ძალიან პრაქტიკული და საჭირო ნივთია, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის როდია მიზანშეწონილი. მოდით ვნახოთ, როდის ჯობია მისგან თავის შეკავება.
1. სათვალე
თუ არ გინდათ რომ დააზიანოთ სათვალის ლინზები, არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ ქაღალდის ხელსახოთ, რათა არ დაკაწროთ მინები.
2. გაჯეტების ეკრანი
ამ შემთხვევაშიც გაფრთხილებთ, რომ არ მიაკაროთ ქაღალდის ხელსახოცი გაჯეტის ეკრანს, თუ არ გნდათ რომ დაკაწროთ და დააზიანოთ იგი.
3. ხალიჩა
თუ ხალიჩაზე დაგექცათ ჩაი, ყავა ან ღვინო, არ ეცადოთ მისი ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდას, ასე შეიძლება პირიქით, დააზიანოთ.
4.
უკუაგდეთ ნებისმიერი იდეა დაკავშირებული იმასთან, რომ შესაძლოა შავი სამოსი ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდოთ.
5. ხის ავეჯი
თითქოს მტვერი უმცირესი ნაწილაკია, რომლის ქაღალდით მოშორება ნებისმიერი საშუალებით მარტივი იქნება, თუმცა ქაღალდით ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირს.
6. ფანჯარა და სარკე
თუ არ გსურთ, რომ საქმე გაირთულოთ და გაიორმაგოთ, არ გირჩევთ ფანჯრის ან სარკის ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდას.
7. საჭრელი დაფა
ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საქმის გამარტივების ნაცვლად გაირთულებთ, არ გაწმინდოთ საჭრელი დაფა ქაღალდით.
8. ავტომობილის სალონი
ნამდვილი ფიასკოს განცდა თუ გსურთ, აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი და გაწმინდეთ მისით ავტომობილის სალონი.
9. უხეში და მჭრელი ზედაპირი
რაც შეეხება უხეშ და მჭრელ ზედაპირებს, ქაღალდის ხელსახოცი მას კი არ დააზიანებს, თუმცა ვერც ვერაფერს უშველის.
ასე რომ, ტყუილად არ იწვალოთ.