თანამედროვე სამყაროში უმარავი ნივთი არსებობს ისეთი, რომელიც დიასახლისებს ცხოვრებას საგრძნობლად გაუმარტივებს. ამ ნივთთა სიას მიეკუთვნება ფოლგა და პერგამენტის ქაღალდი, თუმცა არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ვიბნევით და ზუსტად არ ვიცით, რომელი რისთვის გამოიყენება. მოდით ვნახოთ, რეალურად რა რისთვის არის განკუთვნილი.
პერგამენტის ქაღალდი
ეს არის სპეციალური მეთოდით დამზადებული ქაღალდი, რომელსაც ზემოდან უთხელესი ფენა სილიკონი აკრავს, რაც არ იძლევა ცხობის დროს მასზე რაიმეს მიკრობის საშუალებას. ამიტომაც, როგორც წესი, მას ცხობის დროს იყენებენ, რადგან იგი მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ. როგორც აღვნიშნეთ, გამორიცხავს მიკრობას და
პერგამენტის ქაღალდი ასევე შეიძლება გამოიყენოთ მაგიდაზე ცომის გასაბრტყელებლად. თუ მოხდა ისე, რომ პერგამენტის ქარალდი სახლში არ აღმოგაჩნდათ, ის თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ფოლგით, რომელსაც ცხობის წინ ბლომად ცხიმს გადაუსვამთ.
ფოლგა
ფოლგა იმისთვის არის შექმნილი,რომ მასზე ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მომზადდეს კერძი, მას ცეცხლგამძლე ჭურჭლის ნაცვლადაც იყენებენ ხოლმე. ვისაც დაბრაწული და მიმწვარი საკვები არ უყვარს, შეუძლია გამოიყენოს ფოლგა, ის საკვებს უფრო ჩახარშვის საშუალებას აძლევს, ვიდრე შებრაწვის.
გასაყინი ქაღალდი
როგორც სახელიდანაც ჩანს, ეს ქაღალდი გამოყენება პროდუქტის მხოლოდ პროდუქტის გაყინვისას და ამ სახით შენახვიდსას. არავითარ შეთხვევაში არ ექვემდებარება თერმულ გამოყენებას.
ცვილის ქაღალდი
რაც შეეხება ცვილის ქაღალდს, ის დამუშავებულია სპეციალური საკვები პარაფინით, ის საცხობად არ გამოდგება, თუმცა შესანიშნავი საშუალებაა მაგიდის ზედაპირზე გასაფენად და ცომის დასამუშავებლად.