როგორ შევარჩიოთ ლოგინის ხარისხიანი თეთრეული


ჯანმრთელი ძილის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ხარისხიანი ლოგინი თეთრეულია. როგორ შვარჩიოთ ხარისხიანი თეთრეული? შევეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო რჩევა.

1. კარგად გაეცანით ეტიკეტს


სანამ თეთრეულის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად გაეცანით ეტიკეტს და წაიკითხეთ ქსოვილის შემადგენლობა, კარგი ხარისხის თეთრული ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.

2. გაარკვიეთ, რა ქსოვილია


აუცილებლად გაარკვიეთ, როგორია ქსოვილი და რამდენად კომფორტულად იგრძნიბთ მასში თავს.

3. თუ მცივანა ხართ

თუ მცივანა ხართ, მაშინ უპირატესობა ფანელის თეთრეულს უნდა მიანიჭოთ, ის ძალიან თბილია და თავს ბევრად კომფორტუად იგრძნობთ.

4. კარგად შეამოწმეთ ზომა

აუცილებლად
დარწმუნდთ იმაში, რომ ეტიკეტზე მითითებული ზომა ზუსტად მოერგება თქვენს ლოგინს.

5. ჩამოყალიბდით ფერთან დაკავშირებით


ლოგინის თეთრეულის ოპტიმალური ფერი ღია ფერებია, მუქი ფერები დროთა განმავლობაში გადახუნდება, ამისთვის მზად უნდა იყოთ, რადგან ლოგინის თეთრეული, როგორც წესი, მაღალ ტემპერატურაზე ირეცხება.

6. შეამოწმეთ ფურნიტურა


სანამ თეთრეულს შეიძენთ, აუცილებლად გადმოატრალეთ და შეამოწმეთ, როგორ არის შეკერილი შიგნიდან, რამდენად ხარისხიანი ნამუშევარია.

7. რეზინიანი ზეწარი ბევრად კომფორტულია


თეთრეულის შეძენის დროს გირჩევთ უპირატესობა რეზინიან ზეწრებს მიანიჭოთ, გვერწმუნეთ, ბევრად კომფორტულია, მთავარია, ხარისხი იყოს უმაღლესი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები