სად შევინახოთ კოსმეტიკა, რომ საძინებელში არეულობის ეფექტი არ შეიქმნას


კოსმეტკას იქ ინახავთ, სადაც მოგიხერხდებათ და ყოველ ჯერზე ეძებთ, სად გიდევთ თვალის ტუში თუ ტუჩსაცხი ? მაშინ გაცანით ჩევნს სტატიას და ნახავთ, სად შეიძლება თქვენი პირადი სივრცის მოწყობა ისე, რომ ლამაზიც იყოს და კომფორტულიც.

საუბარია ე.წ. ტუალეტის მაგიდაზე, რომელიც ნებისმიერი ქალბატონისთვის მეტად საჭირო ატრიბუტია. შემოგთავაზებთ მისი მოწყობის საინტერესო იდეებს.

ნიშები და შეღრმავებები



ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო სახლში ხშირად არის შეღრმავება კედელში ან ვიწრო ნიშა. ამ ელემენტების არსებობის მიზეზების შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა გეტყვთ მხოლოდ
იმას, რომ ის სათქვენოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ და მშვენიერი ტუალეტის მაგიდა მოიწყოთ.

მეხუთე კუთხე



კუთხე იდეალური ადგილია მათთვს, ვისაც ადგილის ეკონომია უნდა. ტრადიციულად, ეს ის ოთახის ის ადგილია, რომელიც შეუვსებელი დარჩება ხოლმე.

მრავალფუნქციური მაგიდა



მსგავს ადგილზე მაგიდის დამონტაჟებამ სირთულე არ უნდა შექმნას, რადგან არსებობს იმის საშუალება, რომ ნებისმერი ფორმის და ზომის შეუკვეთოთ.


შესაძლებელია ტუალეტის მაგიდა მრავალფუნქციურ ადგილად აქციოთ და იქ კოსმეტიკის და ქალბატონების ჰიგიენური აქსესუარების გარდა სხვა ნივთების შესანახი სისტემაც მოაწყოთ.

ტუმბო





ამ მიზნით ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საწოლის გვერდით არსებული ტუმბო. ეს ლამაზიც არის და მოსახერხებელიც.





ფანჯრის რაფა


და ბოლოს, თუ ეს ყველფერი თქვენს სივრცეში არ მოიძებნა, შეგიძლიათ დახმარებისთვის ფანჯრის რაფას მიმართოთ, რომელიც მსგავსი მიზნისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები