შეცდომები, რომელიც დიასახლისმა სამზარეულოში არ უნდა დაუშვას


სამზარეულოს ზედაპირი ინტერიერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც საერთო ხედზე იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია როდია, ვიდრე სამზარეულო გარნიტურის ფასადი. თუმცა ეს ნაწილი სამზარეულოში ყველაზე ხმარებადი და ცვეთადია. როგორ უნდა მოიქცეს დიასახლისი, რომ სამზარეულოს ზედაპირი მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს უნაკლო მდგომარეობაში.


პირველ რიგში დასუფთავების დროს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მჟავები. ამან შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ზედაპირი. სცადეთ საწმენდ საშუალებად ნაკლებად აგრესიული საშუალებები გამოიყენოთ.
ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამზარეულოს ზედაპირზე ცხელი ჭურჭლის, ქვაბის, ტაფის ან ჩაიდანის დადება.ასევე შეამოწმეთ ხოლმე ხომ არ ცხელდება მაგალითად, ტოსტერის ძირი.

ყურადღებით და იყავით და ძალიან ფრთხილად მოექეცით მძიმე ნივთებს, რათა შემთხვევით არ დააზიანოთ, დაკაწროთ ან ჩატეხოთ ზედაპირი.
სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის მთავარი მტერი დანებია, მიტომ არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი საჭრელ დაფებზე.
ასევე მნიშვნელოვანია წყალი. არსებობს ზედაპირების სახეობები, რომელიც წყალს კარგად იტანს, თუმცა ზოგიერთი მასალა - პირიქით. თუმცა უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და წყალთან მიმართებაში სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ასევე ფრთხილად უნდა იყოთ მზესთან, განაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს მზე ადგება. ეცადეთ, რომ ყოველთვის ჩამოაფაროთ ფარდები, რათა არ გამოიწვიოთ ზედაპირის გადახუნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები